ადგილიდან, სადაც გიორგი შაქარაშვილის ცხედარი იპოვეს, გამომძიებლებმა რამდენიმე ნივთი ამოიღეს - "კურიერი" ახალ ფოტოებს ავრცელებს

ადგილიდან, სადაც გიორგი შაქარაშვილის ცხედარი იპოვეს, გამომძიებლებმა რამდენიმე ნივთი ამოიღეს - "კურიერი" ახალ ფოტოებს ავრცელებს

19 წლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით "კუ­რი­ე­რი" ახალ ფო­ტო­მა­სა­ლას ავ­რცე­ლებს, რო­მე­ლიც იმ ად­გი­ლი­დან არის ამო­ღე­ბუ­ლი, სა­დაც ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლის ცხე­და­რი იპო­ვეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რია გა­მომ­ძი­ე­ბელ გრი­გოლ გო­გო­ჩაშ­ვი­ლის ოქ­მში, რო­მე­ლიც 25 ივ­ნისს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ არის შედ­გე­ნი­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბამ იმ ად­გი­ლი­დან, სა­დაც ვი­დე­ო­კად­რე­ბია გა­და­ღე­ბუ­ლი ამო­ი­ღო წყლის ბოთ­ლი, წინ­და და ფეხ­საც­მლის ჩა­სა­ფე­ნი. ვის ეკუთ­ვნის ნივ­თე­ბი, ამის გა­სარ­კვე­ვად ექ­სპერ­ტი­ზაა და­ნიშ­ნუ­ლი.

"კუ­რი­ე­რი" ოქ­მის ნა­წილ­საც ავ­რცე­ლებს, რო­მე­ლიც გა­მომ­ძი­ე­ბელ გრი­გოლ გო­გო­ჩაშ­ვი­ლის მიერ არის შედ­გე­ნი­ლი.

"ტყე-ბუჩ­ქნარ­ში ნა­პოვ­ნი იქნა ერთი ცალი პლასტმა­სის ბოთ­ლი, ეტი­კე­ტით "ბორ­ჯო­მი". ბოთლს ახუ­რავს თა­ვი­სი­ვე თავ­სა­ხუ­რი და მას­ში მო­თავ­სე­ბუ­ლია გამ­ჭირ­ვა­ლე სი­თხე, რო­მე­ლიც ბოთ­ლში და­ახ­ლო­ე­ბით ბოთ­ლის ნა­ხევ­რამ­დე ას­ხია.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ბოთ­ლი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით 13 სმ-ში ნა­ნა­ხი იქნა შავი ფე­რის ფეხ­საც­მლის ჩა­სა­ფე­ნი. მას­თან ახ­ლოს ასე­ვე იყო შავი ფე­რის წინ­და" - ნათ­ქვა­მია ოქ­მში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11:00 სა­ათ­ზე, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. საქ­მე­ზე 17 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი, რომ­ლებ­საც აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვთ შე­ფარ­დე­ბუ­ლი. და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის მო­რაგ­ბე­ე­ბი, ძი­უ­დო­ის­ტი და ფეხ­ბურ­თე­ლი არი­ან.