"არ არის გამორიცხული, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 19-ში კი არა, მერე მოიტანეს და ჩააგდეს მდინარეში" - ადვოკატი ფიქრობს, რომ კვალი დაფარეს

"არ არის გამორიცხული, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 19-ში კი არა, მერე მოიტანეს და ჩააგდეს მდინარეში" - ადვოკატი ფიქრობს, რომ კვალი დაფარეს

"არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი 19-ში კი არა, მერე მო­ი­ტა­ნეს და ჩა­აგ­დეს მდი­ნა­რე­ში" - ამის შე­სა­ხებ ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი „მერ­სე­დე­სის“ მძღო­ლის, ძი­უ­დო­ისტ გი­ორ­გი ტა­ტი­აშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი ყიფ­ში­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის ვა­რა­უ­დის სა­ფუძ­ველს აძ­ლევს გარ­დაც­ვლი­ლის ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც სხე­ულ­ზე წყლის დიდი ხნის ზე­მოქ­მე­დე­ბა შე­სამ­ჩნე­ვი არ არის.

"რო­დე­საც ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი გარ­დაც­ვლი­ლის ფო­ტო­ებს, რე­ა­ლუ­რად ერთი სა­გუ­ლის­ხმო მო­მენ­ტი იყო, რა­ზეც ეჭვი გა­მიჩ­ნდა. შე­იძ­ლე­ბა ის 4 დღე წყალ­შიც არ ყო­ფი­ლი­ყო. წყლის ზე­მოქ­მე­დე­ბა არ იყო შე­სამ­ჩნე­ვი სხე­ულ­ზე. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი 19-ში კი არ მოხ­და და ჩა­აგ­დეს წყალ­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია მერე მო­ი­ტა­ნეს და მერე ჩა­აგ­დეს" - ამ­ბობს "კუ­რი­ერ­თან" სა­უბ­რი­სას ყიფ­ში­ძე.

ასე­ვე ის სა­უბ­რობს კვა­ლის შე­საძ­ლო და­ფარ­ვის ფაქ­ტზე.

"ცალ­სა­ხად ვფიქ­რობ, რომ რე­ა­ლუ­რად იქ მი­ვი­და მე­სა­მე მან­ქა­ნა და შე­ე­ცა­და კვა­ლის და­ფარ­ვას. ცალ­სა­ხად ამ საქ­მე­ში რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფის არ­სე­ბო­ბას გა­მოვ­რი­ცხავ. ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბით ვფიქ­რობ, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ვინც ზო­გა­დად და­ეხ­მარ­ნენ და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე­ებს, კვა­ლი და­ე­ფა­რათ, მაგ­რამ მე აქ იმ კუ­თხით არ ვგუ­ლის­ხმობ, რომ ესე­ნი იყ­ვნენ და­ვუშ­ვათ, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი, ან ვინ­მე მსგავ­სი.

მე ამ ეტაპ­ზე ამას სა­ერ­თოდ გა­მოვ­რი­ცხავ. ცალ­სა­ხად ჩან­თის და­დე­ბის ნა­წილ­თა­ნაც ვა­კავ­ში­რებ ამ კვა­ლის და­ფარ­ვას, რად­გან თუ ეს ჩან­თა ზო­გა­დად და­დე­ბუ­ლია და მე ვფიქ­რობ, რომ და­დე­ბუ­ლია, ეს აშ­კა­რად არის გა­კე­თე­ბუ­ლი უნი­ჭოდ, რად­გან ჩვენ თუ ვამ­ჩნევთ იმას, რომ ეს კი­თხვის ნიშ­ნე­ბი არის, შე­სას­ბა­მი­სად, აშ­კა­რად არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლის ნა­მუ­შე­ვა­რია ეს, თუ მარ­თლა ნა­მუ­შე­ვა­რია", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ყიფ­ში­ძემ.