"ახვლედიანი შემთხვევის ადგილზე იმაზე დიდხანს დარჩა, ვიდრე ეს ჩვენებაში თქვა" - რა აჩვენა სატელეფონო ანძების ჩანაწერებმა

"ახვლედიანი შემთხვევის ადგილზე იმაზე დიდხანს დარჩა, ვიდრე ეს ჩვენებაში თქვა" - რა აჩვენა სატელეფონო ანძების ჩანაწერებმა

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა" გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ან­ძე­ბის ამო­ნა­წე­რებს აქ­ვეყ­ნებს, სა­ი­და­ნაც ირ­კვე­ვა, რომ ერთ-ერთი მთა­ვა­რი მოწ­მე ვახ­ტანგ ახვლე­დი­ა­ნი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას იმა­ზე დიდ­ხანს დარ­ჩა, ვიდ­რე ეს ჩვე­ნე­ბა­ში თქვა.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა წი­წა­მუ­რის ან­ძას ბო­ლოს 01:49 წუთ­ზე აქვს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. მისი ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მას შემ­დეგ რაც მა­გის­ტრალ­ზე გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძეს შეხ­ვდა, ისი­ნი პირ­და­პირ თბი­ლის­ში წა­მო­ვიდ­ნენ.

"ვახ­ტანგ ახვლე­დი­ა­ნი გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძეს ტე­ლე­ფო­ნით ბო­ლოს 01:11 წუთ­ზე ელა­პა­რა­კა. გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძი­სა და ვახ­ტანგ ახვლე­დი­ა­ნის ჩვე­ნე­ბე­ბის თა­ნახ­მად, ისი­ნი სწო­რედ ამ, ბოლო სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს:

აი, რას წერს ვახ­ტანგ ახვლე­დი­ა­ნი 19 ივ­ნი­სის ჩვე­ნე­ბა­ში:

"გზა­ზე რომ გა­მო­ვე­დი, მე და­ვუ­რე­კე ჩემი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­დან ჩემს მე­გო­ბარ გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძეს და ვკი­თხე, სად ხარ-მეთ­ქი, რა დრო­საც გი­ორ­გი იქვე, სა­ი­დან­ღაც ბუჩ­ქე­ბი­დან გა­მო­ვი­და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, ხოლო ის სამი ახალ­გაზ­რდა, რო­მელ­თა­გა­ნაც ერთ-ერთი იყო გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი, სად წა­ვიდ­ნენ და სად იყ­ვნენ, არ ვიცი. ამის შემ­დეგ, მე და­ვუ­რე­კე ჩემს მე­გო­ბარ ლუკა ბეჟა­ნიშ­ვილს და ვთხო­ვე, მო­სუ­ლი­ყო ჩვენ­თან და წა­ვეყ­ვა­ნეთ სახ­ლში. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ჩვენ­თან მო­ვი­და ჩემი მე­ზო­ბე­ლი კახა, გვი­თხრა, ლუ­კამ გა­მოგ­ვგზავ­ნაო, რის შემ­დე­გაც, მე და გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძე ჩავ­ჯე­ქით კა­ხას ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში და წა­ვე­დით სახ­ლში“.

არა­და, სა­ტე­ლე­ფო­ნო ამო­ნა­წე­რე­ბის თა­ნახ­მად, ვახ­ტანგ ახვლე­დი­ა­ნი, მის მე­გო­ბარ ლუკა ბეჟა­ნიშ­ვილ­თან, რე­კავს არა გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძეს­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, არა­მედ მას­თან შეხ­ვედ­რამ­დე. პირ­ვე­ლი ზარი ახვლე­დი­ან­მა ბეჟა­ნიშ­ვილ­თან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა 00:49 წუთ­ზე. ანუ, სა­ტე­ლე­ფო­ნო ამო­ნა­წე­რე­ბი და ახვლე­დი­ა­ნის ჩვე­ნე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან აც­დე­ნი­ლია" - წერს გა­მო­ცე­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11:00 სა­ათ­ზე, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. 4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს.