ახლახან კიდევ ერთი მძიმე ტრაგედია მოხდა – ახლახან 20 წლის ახალგაზრდა მტკვარში დაიხრჩო

ახლახან კიდევ ერთი მძიმე ტრაგედია მოხდა – ახლახან 20 წლის ახალგაზრდა მტკვარში დაიხრჩო

მარნეულში 20 წლის მამაკაცი მდინარე მტკვარში დაიხრჩო. შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მდინარეში საბანაოდ შევიდა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

როგორც “რუსთავი2”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.