"ბიუჯეტის ვირთხა კახა კალაძე ციხეში" - აქცია თბილისის მერიასთან

"ბიუჯეტის ვირთხა კახა კალაძე ციხეში" - აქცია თბილისის მერიასთან

"ბიუჯეტის ვირთხა კახა კალაძე ციხეში" - ამ ტრანსფარანტით გაიმართა აქცია-პერფორმანსი თბილისის მერიასთან. არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავი არჩევანი“ 300 მიკროავტობუსის 30 მილიონ ლარად შეძენას აპროტესტებდა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ეს არის კორუფციული სქემა, როდესაც მერია 300 რუსული წარმოების "გაზელის" მარკის მიკროავტობუსს ბიუჯეტის ფულით კერძო კომპანიას შეუძენს, სადაც კახა კალაძის პირდაპირი ინტერესი იკვეთება.

აქციის მონაწილეები მძიმე ეკონომიკური კრიზისის დროს ტენდერის შეჩერებას მოითხოვენ.