ბოკერია გახარიას: მარტო მორალში არა, გონებრივ შესაძლებლობებშიც განსხვავებაა ჩვენს შორის აშკარად! (ვიდეო)

ბოკერია გახარიას: მარტო მორალში არა, გონებრივ შესაძლებლობებშიც განსხვავებაა ჩვენს შორის აშკარად! (ვიდეო)

“დაგვცინით ყველას თუ, რა ხდება ვერ გავიგე?!”-ასე მიმართა, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ , საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას საკანონმდებლო ორგანოში.

“ბატონო გიორგი, ყურადღებას გთხოვთ. გავხსნით ფრენებს და რაღაცნაირად მოვახერხებთო და ახლა კომენტარია ფინანსთა მინისტრის არ მიღირს და იმიტომ არ ვხსნითო. დაგვცინით ყველას თუ, რა ხდება ვერ გავიგე?! ხალხს არ ჭირდება ფრენა?ტურიზმს? ეკონომიკის ამოქაჩვას?! ასე უნდა გეკიდოთ ფეხებზე მართლა?! თუ სისულელე თქვა გვითხარით, თუ თქვენ გვატყუებდით?…

ბოლო, გავრილოვზე, ერთხელ მაინც გვითხარით, რამე დაფიცებული გაქვთ ხატზე თუ რა არის?! რატომ არ შეგიძლიათ თქვათ ხვალ საქართველოს მტერს არ შემოუშვებთ ქვეყანაში?! კანდელაკი წაგიკითხავთ კანონის მუხლს, რომლითაც არ შეგიძლიათ შემოშვება! რაც შეეხება მორალს, 20 ივნისის ამბებზე, ბოდიშის მოხდას გაიძულებთ ჩვენთვის. მარტო მორალში არა, გონებრივ შესაძლებლობებშიც განსხვავებაა ჩვენს შორის, აშკარად!”-ამბობს ბოკერია.