ბოლო 1 თვეში თბილისში ცოფის 4 შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 1 თვეში თბილისში ცოფის 4 შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო ერთი თვის განმავლობაში თბილისში ცოფის ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა. მუნიციპალურ თავშესაფარში ცოფის შემთხვევები ლაბორატრიულად უკვე დაადასტურეს.

ამ დროისთვის მიმდინარეობს მასობრივი ვაქცინაცია და ქუჩის იმ ძაღლებზე დაკვირვება, რომლებიც ინფიცირების კერის სიახლოვეს ბინადრობენ.

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია მოსახლეობას დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

  • ბოლო ორივე შემთხვევა იყო ერთი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, მეორე - ქინძმარაულის ქუჩაზე, ერთმანეთისგან 3 კმ-ს დაშორებით. ორივე შემთხვევაში ცხოველი გამოიყურებოდა ცუდად, რაღაც გარკვეული კლინიკური ნიშნები ჰქონდა და მოსახლეობამ ჩათვალა, რომ მას სჭირდებოდა დახმარება... დადასტუდრა ცოფი, - ამბობს ლომჯარია.