,,გერის წმ. სალოცავი გამიწყრეს, თუ მთავრობის ფულით ნაყინი მეყიდოს" - ანატოლი ბიბილოვი

,,გერის წმ. სალოცავი გამიწყრეს, თუ მთავრობის ფულით ნაყინი მეყიდოს" - ანატოლი ბიბილოვი

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი კორუფციაში დაადანაშაულეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, ვინმე ,,სტეფანიჩმა" მას, როგორც პრეზიდენტს, მთავრობის ფულის მიმთვისებელი უწოდა.

სხდომაზე ანატოლი ბიბილოვმა ,,სტეფანიჩთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა. ვიდეოში არ ჩანს, თუ ვინ არის ,,სტეფანიჩი", თუმცა სხდომათა დარბაზში მყოფებს უხსნის, რომ მას საკმაოდ დაძაბული საუბარი ჰქონდა.

,, მეუბნება - შენ პრეზიდენტი ხარ, შენ პრეზიდენტი ხარო, რა პირით ლაპარაკობ! რა პირით ლაპარაკობ! რა პირით ლაპარაკობო! აუ, ასე არ შეიძლებაო! მე ვუთხარი, სტეფანიჩ, თუ შეიგინე არა? გეფიცები გერის სალოცავს, გაუწყრეს ჩემს შვილებს, თუ კი მთავრობის ფული ჩემს სახლში შემოვიდა, ან მე ავიღე ხელში, ან დავხარჯე და თუ კი ჩემთვის ერთი ნაყინიც კი ვიყიდე, თუ კი როდისმე ეს მოხდა - მაშინ გერის სალოცავი გაგვიწყრეს - მეც, ჩემს ოჯახსაც და ჩემს შვილებსაც! თუ გინება არ გაწყობს, მაშინ ოსური ფიცი..." - ამბობს ბიბილოვი ვიდეოში.

გაზეთ ,,დროებას" 1883 წლის #130 ნომერში წერია, რომ გერში მცხოვრები ოსები სალოცავს " თამარ წყნარს იმავე თამარ მეფეს" უკავშირებდნენ.

ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით, ქართლის მეფე ფარსმანს (VIს.) შეურთავს აფხაზეთის მთავრის ასული ხვარაზმა, რომელსაც მოჰყოლია ვაჟი ვარამადსადი. ხვარაზმას ნამზითვი წმინდა გიორგის ნაწილიანი მოჭედილი ხატი უშვილო მეფეს გერისთვის უბოძებია. სპარსელების შემოსევისას ხელმწიფეს ვარამადსადი მთაში გაუხიზნავს, რომელსაც მთის წვერზე აუშენებია ეკლესია და ხატიც იქვე დაუსვენებია. სოფელს ამის გამო გერი დარქმევია.