გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის "ვიტ ჯორჯიას" 19 წლის ფეხბურთელიცაა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის "ვიტ ჯორჯიას" 19 წლის ფეხბურთელიცაა

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის "ვიტ ჯორ­ჯი­ას" 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი, ირაკ­ლი წა­ქა­ძეა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ და­ნა­შა­ულს - ძა­ლა­დო­ბას ედა­ვე­ბი­ან.

ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 17 პირი და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან - შავი "ტო­ი­ო­ტა ქამ­რის" მძღო­ლი და მისი მგზავ­რი - მო­რაგ­ბე­ე­ბი არ­ჩილ გაგ­ნი­ძე და ვა­სილ მა­ხა­რა­ძე.

და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტის ვა­სილ მა­მუ­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლებს სა­ვა­რა­უ­დოდ, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლის "ა" პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ და­ნა­შა­ულს - თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას ედა­ვე­ბი­ან.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11 სა­ათ­ზე, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. 4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს.