გიორგი შაქარაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

გიორგი შაქარაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

გიორგი შაქარაშვილი გარდაცვლილი იპოვეს - ოთხდღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში, მდინარე არაგვის მიმდებარე ტერიგორიაზე იპოვეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.