გომური ხელისუფლებას: ჩვენი თვალების ამოთხრით რომელი შტურმი აარიდეთ პარლამენტს?

გომური ხელისუფლებას: ჩვენი თვალების ამოთხრით რომელი შტურმი აარიდეთ პარლამენტს?

ერთი წლის წინაც ასე ვიდექი, იგივე ტანსაცმელი მეცვა და როგორც ახლა ვქმნი რაიმე საფრთხეს თქვენთვის, სამართალდამცავებისთვის ან პარლამენტის შენობისთვის, მაშინაც ზუსტად ასეთ საფრთხეს წარმოვადგენდი.

მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი ერთ-ერთი სამართალდამცველისთვის და მესროლა. მესროლა და გაჩნდა შეკითხვა - რატომ? ეს ის შეკითხვაა, რაზეც ერთი წლის მანძილზე პასუხი ვერ მივიღე.

რეალობა ხომ მარტივია - უნდა მივიღო საკუთარი წილი სამართალი, თუმცა, სხვა რეალობაც გვაქვს, რომელიც არის ჩემ წინ, პარლამენტის შენობაში, სადაც იმის თქმასაც კი ბედავენ, რომ აღარ ახსოვთ, რა მოხდა 20 ივნისს და ჩვენი თვალები არის მეორეხარისხოვანი, პირველხარისხოვანი იყო ის, რომ მათ "შტურმი აარიდეს" პარლამენტს.

კითხვა მიჩნდება - "ჩემი თვალის ამოთხრით, გიორგის თვალის ამოთხრით, დათოს თვალის ამოთხრით და უამრავი თვალით რომელი შტურმი აარიდეთ პარლამენტს, რას უშლიდათ იქ ჩვენი დგომა, ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი.

უამრავი კითხვაა, რაზეც პასუხი დღემდე არ მაქვს და ეს კითხვები თანდათან მატულობს, თუმცა, იმედი მაქვს, რომ თქვენთან ერთად, თქვენი ანთებული გულებით შევძლებ ამ ბრძოლის ბოლომდე მიყვანას და, საბოლოოდ, მე ვიქნები გამარჯვებული. ”

  • გავრილოვის ღამის წლისთავისადმი მიძღვნილ აქციაზე სიტყვით გამოვიდა მაკო გომური, რომელმაც 2019 წლის 20 ივნისის აქციის დარბევის დროს თვალი დაკარგა.