"დაგამძიმებს ასე ცხოვრება, დამიჯერე..." - გიორგი შაქარაშვილის ბიძის მიმართვა ნიკა გვარამიას და "მთავარი არხის" დირექტორის პასუხი

"დაგამძიმებს ასე ცხოვრება, დამიჯერე..." - გიორგი შაქარაშვილის ბიძის მიმართვა ნიკა გვარამიას და "მთავარი არხის" დირექტორის პასუხი

19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბიძა და ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძე "მთა­ვა­რი არ­ხის" ეთერ­ში ნიკა გვა­რა­მი­ას მო­ნო­ლოგს ეხ­მა­უ­რე­ბა. რო­გორც ნი­კო­ლა­ძე წერს, გვა­რა­მი­ამ შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯა­ხის ტრა­გე­დია პო­ლი­ტი­კუ­რი მო­წო­დე­ბე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა.

"მი­უ­ხე­და­ვად ჩემი მძი­მე ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, რა­საც თან და­ერ­თო გა­უ­საძ­ლი­სი რე­ჟი­მიც ჩემი გი­ორ­გის საქ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვცდი­ლობ, მშვი­დად და­ვაკ­ვირ­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს, ჟურ­ნა­ლის­ტებს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, მათ ქცე­ვებს და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს. რა­ტომ ვა­კე­თებ ამას არ ვიცი, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ეს ასე ხდე­ბა.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, დღეს სა­ღა­მოს, ჩემი სამ­სა­ხუ­რი­დან მო­რი­გი ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რის შემ­დეგ, სწო­რედ "მთა­ვა­რი არ­ხის" ჟურ­ნა­ლისტს ვუ­თხა­რი, რომ არ მჯე­რო­და თუ იარ­სე­ბებ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში თუნ­დაც ყვე­ლა­ზე ცივ­სის­ხლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის­თვი­საც გი­ორ­გის ტრა­გე­დია, რო­გორც მი­ნი­მუმ, "სუ­ლერ­თი" იქ­ნე­ბო­და. ამ­თა­ვით­ვე ვი­ტყვი, შე­მიძ­ლია, სა­ჯა­როდ და­ვი­ფი­ცო, რომ სიბ­რა­ლუ­ლის გრძნო­ბის გარ­და არა­ნა­ი­რი გან­ცდა არ მაქვს, ვე­რაფ­რით ვერ ვი­გებ, რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი იყოს ასე­თი უბე­დუ­რი, არა ისე­თი, რო­გო­რიც დღეს ჩვენ - გი­ორ­გის ოჯა­ხი ვართ ტრა­გე­დი­ის გამო, არა­მედ არ­სით და ბუ­ნე­ბით.

ერთ დროს ჩემო მე­გო­ბა­რო და შემ­დგომ ჩემს მი­ერ­ვე გულ­ნატ­კე­ნო ადა­მი­ა­ნო, ორი რამ მინ­და გი­თხრა, რო­გორც შვი­ლე­ბის მა­მას და რო­გორც იუ­რისტს:

1. მი­ზა­ნი, რომ მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძის მი­მართ სა­კუ­თა­რი ძმის (რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ბი­ძაშ­ვი­ლის) ოჯახ­ში გაჩ­ნდე­ბო­და უნ­დობ­ლო­ბა, არ გა­მო­ვი­და. შე­მიძ­ლია, გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის მშობ­ლე­ბის მო­საზ­რე­ბა გი­თხრა სრუ­ლი ცი­ტა­ტით: "რა­ტომ გვკლავს მე­ო­რედ ეს ბო­რო­ტი ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი შო­ზოფ­რე­ნი­ის გამო?!"

2. მსგავ­სი ზე­და­პი­რუ­ლი კეკ­ლუ­ცო­ბის, საქ­მე­ში ჩა­უ­ხე­და­ო­ბის და უში­ნა­არ­სო ბლუ­ყუ­ნის შემ­დეგ (ნუ მი­წყენს იქ მჯდო­მი ჩემი კო­ლე­გა), ჩვენ, თა­ვის დრო­ზე, მთელ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუფს ვუშ­ვებ­დით სახ­ლში, რათა სხვა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღარ და­ე­ღუ­პა თა­ვი­სი არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რო­ბით. მეს­მის, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის სპე­ცი­ფი­კა­ში ჩა­უ­ხე­და­ვი სა­ზო­გა­დე­ბა თქვე­ნი ინ­ფან­ტი­ლუ­რი წი­აღსვლე­ბის მძე­ვა­ლია, მაგ­რამ რა ვუყო.

მე და ბავ­შვის ოჯახ­მა გა­ვი­გეთ, რომ ჩემ­ზე მე­ტად გიყ­ვარ­და გი­ორ­გი, გა­ვი­გეთ, რომ ჩემ­ზე მე­ტად ერ­თგუ­ლი ხარ ჩვე­ნი­ვე სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის, გა­ვი­გეთ, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის ვირ­ტუ­ო­ზი ბრძან­დე­ბი, მაგ­რამ ერთი რამ ვერც ერ­თმა ვერ გა­ვი­გეთ - სლუ­კუ­ნით და ცრემ­ლე­ბის ღვარ­ღვა­რით და­წყე­ბუ­ლი გა­და­ცე­მა რა­ტომ უნდა მთავ­რდე­ბო­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი მო­წო­დე­ბე­ბით.

ისევ გუ­ლის­ტკი­ვი­ლით და შენ­ზე ფიქ­რით (მე­ნა­ნე­ბი გულ­წრფე­ლად) დამ­ძი­მე­ბულ­მა მინ­და ვუ­თხრა სა­ზო­გა­დო­ე­ბას რას აკე­თებ­და "მთა­ვა­რი არხი" ეს დღე­ე­ბი, მა­შინ რო­დე­საც, რო­გორც თქვენ ბრძა­ნეთ - მე ბავ­შვის სულს ვყიდ­დი და "კონ­ვერ­ტე­ბის მი­ტან-მო­ტა­ნით თუ სა­პარ­ლა­მენ­ტო სი­ა­ში მოხ­ვედ­რით" ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი (თუ რო­გორც იყო, აღარ მახ­სოვს).

რას აკე­თებ­და და ჯერ ბავ­შვის და­ღუპ­ვის ამ­ბა­ვი არც კი ვი­ცო­დით (ანუ მე­ო­რე დღეს­ვე), ჯერ მდი­ნა­რის კა­ლა­პოტ­ში და­კაწ­რუ­ლე­ბი და გამ­წა­რე­ბუ­ლე­ბი და­ვე­ხე­ტე­ბო­დით, რო­დე­საც ამ არ­ხის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის პირ­ვე­ლი კი­თხვა იყო: "ბა­ტო­ნო მი­რი­ან, ამ­ბო­ბენ, რომ პო­ლი­ცია და მაშ­ვე­ლე­ბი არა­ფერს აკე­თე­ბენ გი­ორ­გის გა­და­სა­ჩე­ნად. ამ­ბო­ბენ, რომ თქვენ ხართ უკ­მა­ყო­ფი­ლო სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ე­ბის მოქ­მე­დე­ბით" (ნუ მი­წყე­ნენ, მე მეს­მის მა­თიც კი). დიახ, პა­ტივ­ცე­მუ­ლო, ასე იყო. გა­მორ­თუ­ლი კა­მე­რე­ბით თავ­დას­ხმე­ბი მხო­ლოდ ერთი ფრა­ზის გამო - რა­მე­ნა­ი­რად ვინ­მე გაგ­ვე­ლან­ძღა, არც ბავ­შვი გა­ინ­ტე­რე­სებ­დათ და არც ოჯა­ხი (ეს ყვე­ლა იქ მყო­ფი ჭი­რი­სუფ­ლის მო­საზ­რე­ბაა, რო­მელ­ზე­დაც ყო­ველ­დღი­უ­რად ძა­ლა­დობ­დნენ).

შემ­დეგ­ში იყო თქვენს არხზე ჩემი პირ­და­პი­რი ეთე­რი, სა­ი­და­ნაც ასე­ვე ვე­რა­ფე­რი გა­მო­ვი­და, სა­დაც ძა­ლი­ან ადა­მი­ა­ნუ­რი და კე­თილ­შო­ბი­ლი წამ­ყვა­ნი ვე­ღარ უძ­ლებ­და ვი­ღა­ცე­ე­ბის აგ­რე­სი­ულ ბრძა­ნე­ბე­ბეს და ორ­ჯერ მო­უ­წია ყურ­სას­მე­ნის ნერ­ვი­უ­ლად მო­ცი­ლე­ბა ყუ­რი­დან. გა­სა­გე­ბია ჩემ­თვის ის ის­ტე­რი­კა, რაც ბავ­შვის სიკ­ვი­დი­ლის ვერ "გას­კან­და­ლე­ბა-გა­პო­ლი­ტი­კუ­რე­ბამ" გა­მო­იწ­ვია, მაგ­რამ მე უბე­დუ­რე­ბამ ვერ და­მა­კარ­გი­ნა სა­კუ­თა­რი სახე და შენ დაკ­ვე­თის ვერ შეს­რუ­ლე­ბა ნუ წაგშლის, რო­გორც ცა­რი­ელ ად­გილს.

რო­მის პაპ­ზე მეტი კა­თო­ლი­კო­ბა წარ­მარ­თე­ბის საქ­მეა, შენ თვი­თო­ნაც ხომ იცი. მოკ­ლედ, ასეა თუ ისეა, ჩემი პა­ტა­რა და უცოდ­ვე­ლი გი­ორ­გი ძა­ლა­დო­ბამ მოკ­ლა, ზუს­ტად იმა­ვე ძა­ლა­დო­ბამ (რა გან­სხვა­ვე­ბაა ფი­ზი­კურ­სა და ფსი­ქო­ლო­გი­ურს შო­რის?!), რომ­ლის მსხვერ­პლიც ახლა მისი ოჯა­ხია. და­გამ­ძი­მებს ასე ცხოვ­რე­ბა, და­მი­ჯე­რე...." - წერს მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის მი­მარ­თვას "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა "მთა­ვა­რი არ­ხის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია:

"ბო­დი­ში, მაგ­რამ ამ კაცს გო­ნია, რომ მას ვგუ­ლის­ხმობ­დი სი­ა­ში მოხ­ვედ­რის ან კონ­ვერ­ტის მი­ტან-მო­ტა­ნა­ში, ან ჩემი მე­გო­ბა­რი მას ვუ­წო­დე? კაცს, რო­მელ­თა­ნაც წლე­ბია კონ­ტაქ­ტი არ მაქვს და სა­ერ­თოდ არ ვე­ლა­პა­რა­კე­ბი? ან ეს რა ტექ­სტი და­უ­წე­რია, შე­კი­თხვე­ბის დას­მა რომ აგ­ვიკ­რძა­ლა და შე­უ­სა­ბა­მო­ბა­ზე მსჯე­ლო­ბა?

აქამ­დე მას­ზე ხომ არა­ფე­რი და­მი­წე­რია ან მით­ქვამს? ახლა მოვ­ყვეთ: ეს კაცი ჩემი ჯგუ­ფე­ლია. იყო ძლივს სა­მო­სა­ნი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მერე ან­ზორ ბა­ლუ­აშ­ვი­ლის მრჩე­ვე­ლი და იმ­დრო­ინ­დე­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის სპი­კე­რი. უკვე ჩემი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მუ­შა­ო­ბის დროს მე­მა­თხოვ­რე­ბო­და და­ნიშ­ვნას, ცხა­დია, უშე­დე­გოდ. მერე გახ­და ყვე­ლა­ზე გუ­ლი­სამ­რე­ვი ქოცი. სრუ­ლი­ად წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ად­ვო­კა­ტია და ყვე­ლა­ფერ­ზე ემა­თხოვ­რე­ბო­და ქო­ცებს, ნე­ბის­მი­ერ და­ნიშ­ვნა­ზე - ხან პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, ხან მა­ჟო­რი­ტა­რად კენ­ჭისყრა­ზე სა­გა­რე­ჯო­ში. ჩემ­ზე წერ­და სი­ბინ­ძუ­რე­ებს, "ტა­კო­ში ირტყამს" და მსგავს ქოც-ტრო­ლუტ-სუ­სურ ტექ­სტებს სოც ქსელ­ში.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ისე­თი ტუ­პო­ია, ქო­ცებ­მაც კი არ შე­ი­ტე­ნეს. ბოლო პრო­ცე­სი რო­დის ქონ­და და ბოლო კლი­ენ­ტი რო­დის ყავ­და, თვი­თო­ნაც არ ახ­სოვს, წლე­ბია ღვი­ნოს წუ­რავს სა­გა­რე­ჯო­ში.

მოკ­ლედ ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლი, ერთი შე­უმ­დგა­რი კა­ცია და ნუ­ლო­ვა­ნი კომ­პე­ტენ­ცი­ის ად­ვო­კა­ტი. სუს­თან შეკ­რუ­ლი იყო მუ­დამ და ასე­თი­ვე "და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი" აუყ­ვა­ნა ამ საქ­მე­შიც ოჯახს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, აზ­რად არ მომ­სვლია, მას­ზე ან რამე მეთ­ქვა, ან ის მე­გუ­ლის­ხმა, რაც თვი­თონ ჩათ­ვა­ლა, რომ მას ეხე­ბა (რაც უკვე სა­ეჭ­ვოა). ბი­ძაშ­ვი­ლის­შვი­ლის ცხედ­რით ვაჭ­რო­ბას მის­ნა­ირ ამო­რა­ლურ ხამ­საც კი ვერ და­ვაბ­რა­ლებ.

რაც შე­ე­ხე­ბა ოჯა­ხის რე­აქ­ცი­ას: ნი­კო­ლა­ძე ტყუ­ის და ზო­გა­დად სულ სპე­კუ­ლი­რებს, თით­ქოს გა­მო­ხა­ტავს ოჯა­ხის პი­ზი­ცი­ას. ამას გარ­და, ასევ ატყუ­ებს ოჯახს, როცა არ­წმუ­ნებს, რომ საქ­მე გახ­სნი­ლია. მან­ვე და­არ­წმუ­ნა ოჯა­ხი, ცხე­და­რი არ ენა­ხათ, შე­სა­ბა­მი­სად არ ცოდ­ნო­დათ რა ტრამ­ვე­ბი აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ისვე გვარ­წმუ­ნებს, რომ ცხე­დარს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არა აქვს, რაც ასე­ვე ტყუ­ი­ლია. ისვე ამ­ტკი­ცებს, რომ ფე­ხის დაც­დე­ნის და დახ­რჩო­ბის ვერ­სია სარ­წმუ­ნოა - რაც სრუ­ლი ბოდ­ვაა. ისვე არ­წმუ­ნებ­და ოჯახს, რომ დღე­ში ათი მე­სი­ჯი მის­დის შსს მი­ნის­ტრის­გან და გენპ­რო­კუ­რო­რის­გან, და ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად მი­დის საქ­მე­ში.

ამ ოჯახს სხვა ნა­თე­სა­ვე­ბიც ყავთ და მათ­გა­ნაც ვი­გებთ ამ­ბებს, ბა­ტო­ნო ნი­კო­ლა­ძე. თუ მარ­თლა და­ვა­ლე­ბას არ ას­რუ­ლებთ და მარ­თლა ტრა­გე­დი­ით მო­ვაჭ­რე არ ხართ (რა­საც თქვენ­ზეც კი ვერ და­ვი­ჯე­რებ), ბო­დი­ში მო­ი­ხა­დეთ თქვე­ნი სა­მარ­ცხვი­ნო სტა­ტუ­სის­თვის, რო­მე­ლიც ეყ­რდნო­ბა თქვენ­სა­ვე აბ­სურ­დულ დას­კვნას, თით­ქოს თქვენ გი­გუ­ლის­ხმეთ რა­მე­ში (ისე, ფრი­ად უც­ნა­უ­რი კია, რა­ტომ და­ი­ნა­ხეთ სა­კუ­თა­რი თავი) და სა­ერ­თოდ: ამ მგლო­ვი­ა­რე კაცს, ამ სი­სუ­ლე­ე­ბის წე­რის­თვის რომ გცა­ლი­ათ, უკვე გუ­ლი­სამ­რე­ვია, და სა­ეჭ­ვოც, იმავდრო­უ­ლად.

კაცს სა­კუ­თა­რი გარ­დაც­ვლი­ლი ნა­თე­სა­ვის საქ­მე­ზე შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და შე­კი­თხვე­ბის დას­მა რომ ანერ­ვი­უ­ლებს და აღი­ზი­ა­ნებს, ის ან დე­ბი­ლია, ან გი­ჟია, ან ცხედ­რით მო­ვაჭ­რე. თვი­თონ აირ­ჩი­ეთ ახლა, რო­მე­ლი ხართ და კვლავ გირ­ჩევთ, ბო­დი­ში მო­ი­ხა­დეთ.

და ბო­ლოს - პა­ტივს ვცემ თქვენს ემო­ცი­ას, მაგ­რამ სრუ­ლი­ად ფე­ხებ­ზე მკი­დია თქვე­ნი პო­ზი­ცია. ჩვენ ამ საქ­მეს ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვანთ. ოჯა­ხის თა­ნად­გო­მაც არ გვი­თხო­ვია, მათ თა­ვი­სი ყოფ­ნით. ამას გარ­და, დამ­ნა­შა­ვე­ებ­ზე ხე­ლის და­ფა­რე­ბაა ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი ინ­ტე­რე­სი და ეს სა­ხელ­მწი­ფოს და­ნა­შა­ულ­ზე გა­დის და აქ ვე­რა­ვის, ვერც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის აზრი ვერ იქ­ნე­ბა გა­დამ­წყვე­ტი. ბავ­შვი მოკ­ლეს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მკვლე­ლებს ხელს აფა­რებს - სი­მარ­თლე ესაა და არა ის, რა სი­სუ­ლე­ლე­ებ­საც თქვენ ყვე­ბით ეთე­რი­დან ეთერ­ში. იმის მა­გივ­რად, მად­ლო­ბა გვი­თხრათ, რომ საქ­მის შე­უ­სა­ბა­მო­ბებს ვიკ­ვლევთ, გუ­ლი­სამ­რევ პას­კვი­ლებს გვი­ძღვნით. გრცხვე­ნო­დეთ!" - წერს გვა­რა­მია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­ზე.