დედის მიერ 9 წლის შვილის ცემის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

დედის მიერ 9 წლის შვილის ცემის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ხელვაჩაურში დედის მიერ 9 წლის შვილის ცემის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც On.ge-უწყებაში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის აქტიური საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

დედის მიერ არასრულწლოვანი შვილის ცემის შესახებ თავდაპირველად ბათუმელებმა გაავრცელეს. მათი ინფორმაციით, ბავშვი ნაცემი იყო და ჰქონდა ნაკბენიც.