ევროკავშირი 1 ივლისიდან საქართველოსთან საზღვრების გახსნას იწყებს

ევროკავშირი 1 ივლისიდან საქართველოსთან საზღვრების გახსნას იწყებს

ევროკავშირმა საქართველო შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, რომლებთანაც 1 ივლისიდან საზღვრები გაიხსნება. გადაწყვეტილება 30 ივნისს, ევროსაბჭოს რეკომენდაციაზე დაყრდნობით იქნა მიღებული.

მიმდინარე ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოსთან გარდა, ევროკავშირის საზღვრები იხსნება შემდეგი ქვეყნებისთვის:

  • ალჟირი
  • ავსტრალია
  • კანადა
  • იაპონია
  • მონტენეგრო
  • მაროკო
  • ახალი ზელანდია
  • რუანდა
  • სერბეთი
  • სამხრეთ კორეა
  • ტაილანდი
  • ტუნისი
  • ურუგვაი

რაც შეეხება ჩინეთს, მათი მოქალაქეებისთვის საზღვრები ორმხრივი შეთანხმების შემთხვევაში გაიხსნება.

ანდორას, მონაკოს, სან მარინოსა და ვატიკანის მაცხოვრებლები კი, აღნიშნული რეკომენდაციის საფუძველზე, ევროკავშირის ბინადართა სტატუსით ისაგებლებენ.