ეროვნული გამოცდები იწყება — რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა

ეროვნული გამოცდები იწყება — რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა

6 ივლისიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. ამას მოჰყვება საგრანტო კონკურსი და სამაგისტრო გამოცდებიც, რომელიც 5 აგვისტოს დასრულდება.

ჯანდაცვის სამინისტრომ გამოცდების ჩატარების განახლებული რეკომენდაციები დაამტკიცა. უკვე ცნობილია, რომ გამოცდის წერის დროს ნიღბის ტარება სავალდებულო არ იქნება, ხოლო თუ ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, საგამოცდო ოთახში კონდიცირება დასაშვები იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ გამოცდის დროს კალამს დაარიგებენ, გამოსაცდელებს უფლება აქვთ, საკუთარი გელიანი კალმით მივიდნენ. კალმებს ყოველი გამოყენების შემდეგ დეზინფექცია ჩაუტარდება. ასევე, ყოველი სესიის შემდეგ დეზინფექცია ჩაუტარდება ლეპტოპებსაც.

ჯანდაცვის სამინისტროს ძირითადი რეკომენდაციების თანახმად, აბიტურიენტთა რეგისტრაციისთვის წინასწარ ადგილები მოინიშნება. რეგისტრატორებს დამცავი ფარი/ნიღაბი ეკეთებათ ან სამუშაო მაგიდაზე დამცავი, გამჭვირვალე ბარიერი გაკეთდება.

ყველა საგამოცდო ცენტრში განთავსდება დეზობარიერი და ხელის დასამუშავებელი ხსნარები, ასევე, ჩატარდება თერმოსკრინინგი.

გამოსაცდელებმა აუცილებელი ნივთებისა და კალმის გარდა საგამოცდო ცენტრში სხვა არაფერი უნდა იქონიონ. სხვა შემთხვევაში ნივთები სპეციალურ პარკებში მოთავსდება და შეინახება.

საგამოცდო სექტორებში სამუშაო მაგიდების განთავსება

  • სექტორში სამუშაოდ მხოლოდ სივრცის 50 პროცენტი გამოიყენება;
  • სამუშაო მაგიდების წინ დამონტაჟდება გამჭვირვალე ფარები/ბარიერები;
  • მაგიდებს შორის დაშორება უნდა იყოს სულ მცირე ორი მეტრი, ხოლო ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი სულ მცირე 1 მეტრი.

კონდიცირება და ვენტილაცია

გამოცდის პერიოდში უსაფრთხო ვენტილაციისთვის ფანჯრები იქნება გაღებული. თუმცა სესიის დაწყებამდე ოთახი კონდიციონერით გაგრილდება.

გამოცდის მიმდინარეობისას კონდიციონერის ჩართვა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო სივრცეში ჰაერის ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსს მიაღწევს:

  • კონდიციონერის მუშაობის პროცესში საგამოცდო სივრცეში მყოფ ყველა პირს უნდა ეკეთოს ნიღაბი;
  • კონდიციონერიდან ჰაერის ნაკადი არ უნდა იყოს პირდაპირ მიმართული სივრცეში მყოფი პირებისკენ;
  • კონდიციონერის მუშაობის პროცესში აუცილებელია ფანჯრების ღიად დატოვება.

თერმოსკრინინგი და გამოსაცდელთა გამოცდაზე დაშვების პირობები

რეკომენდაციის თანახმად, თუ გამოსაცდელს გამოცდის წინა დღეებში ექნება მაღალი ტემპერატურა, მან უნდა ჩაიტაროს PCR-ტესტი და წარმოადგინოს ცნობა, რომ არ არის კოვიდით ინფიცირებული. ასევე, თუ აქვს ქრონიკული სიცხე, უნდა მოიტანოს სამედიცინო დაწესებულების ოჯახის ექიმის (ან ქრონიკული დაავადების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ექიმ-სპეციალისტის) ცნობა (ფორმა #100).

თუ გამოსაცდელს 37°С ან 37°С -ზე მეტი ტემპერატურა აღენიშნა, 15 წუთში უნდა გადაუმოწმოთ ტემპერატურა ვერცხლისწყლის თერმომეტრით. გადამოწმების შემდეგ 37,5°С-მდე (37,4°С-ის ჩათვლით) შედეგის შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

  • თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული და მიღებული PCR ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ მისი განთავსება ხდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო დარბაზში. შემთხვევა კი აღინიშნება შენიშვნით, რომელსაც მომდევნო გამოცდაზე უნდა მიექცეს ყურადღება;
  • თუ გამოსაცდელს არა აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული და მიღებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, გამოსაცდელის გამოცდაზე დაშვების საკითხის გადაწყვეტა ხდება ექიმის მიერ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე.

მეორე ვარიანტის შემთხვევაში მოვლენები შეიძლება განვითარდეს ასე:

  • თუ სიცხის გარდა გამოსაცდელს არ აღენიშნება რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი (ხველა, ცემინება, სურდო, ქოშინი), იგი განთავსდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში;
  • იმ შემთხვევაში, თუ 37°С-დან 37,4°С-მდე ტემპერატურას თან ახლავს რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი, მაშინ გამოსაცდელის განთავსება ხდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასეთმა გამოსაცდელმა PCR ტესტი სასურველია ჩაიტაროს მომდევნო გამოცდამდე;
  • 37,5°С ტემპერატურისას (რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც) გამოსაცდელის განთავსება ხდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასევე რეკომენდებულია მომდევნო გამოცდამდე PCR-ტესტის გაკეთება.

ტემპერატურის 37,5°С-ზე მეტის შემთხვევაში:

  • თუ გამოსაცდელს არ აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCRტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, ის მოიხსნება გამოცდიდან და რეკომენდაციის თანახმად, უნდა მიმართოს ექიმს/დარეკოს 112-ზე;
  • თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, განთავსდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში;
  • თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რომელიმე რესპირატორული სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, გამოსაცდელის განთავსება ხდება სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასევე რეკომენდაციის თანახმად, შემდეგ გამოცდამდე უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს კონსულტაციის მიზნით.

გამოსაცდელის ვალდებულებები

აუცილებელი ნივთებისა და გელიანი ნივთების გარდა საგამოცდო ცენტრში სხვა ნივთების მიტანა საჭირო არაა.

საგამოცდო ცენტრში სავალდებულოა ნიღბის ტარება:

  1. სამუშაო მაგიდასთან კუთვნილი ადგილის დაკავებამდე;
  2. საგამოცდო სექტორის დატოვების დროს;
  3. სხვა პირებთან კომუნიკაციის დროს;
  4. საგამოცდო სექტორში კონდიციონერის მუშაობისას;
  5. 37°С-ზე მეტი სხეულის ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში (მიუხედავად PCRტესტირების კოვიდ-უარყოფითი შედეგისა).

მითითების შემთხვევაში გამოსაცდელებმა სადეზინფექციო ხსნარით ხელები უნდა დაიმუშავონ. ამასთან. სავალდებულოა სოციალური დისტანციის მაქსიმალური დაცვა.

ცენტრის პერსონალის ვალდებულებები

  • სამუშაო ადგილზე დაცული უნდა იყოს ჰიგიენალ
  • სამუშაოს შესრულებისას გამოყენებული უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;
  • სამუშაოს დასრულების შემდე დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს ადგილსა და ხელსაწყოებს;
  • აუცილებელია ხელის ხშირი ჰიგიენა;
  • ხელების მიტანა თავლებზე, ცხვირსა და პირზე სასურველი არაა. მუშაობსი პერიოდში კი თმა მჭიდროდ უნდა იყოს დამაგრებული, რათა ის სახეს არ შეეხესო.