ეს ძლიერი და მზარდი ურთიერთობის საფუძველია — ჰარცელი ასოცირების ხელშეკრულების 6 წლისთავზე

ეს ძლიერი და მზარდი ურთიერთობის საფუძველია — ჰარცელი ასოცირების ხელშეკრულების 6 წლისთავზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელი ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულების 6 წლის თავს ულოცავს და წერს, რომ ეს ხელშეკრულება ევროკავშირთან ძლიერი და მზარდი ურთიერთობის საფუძველია.

"ჩემთვის ასოცირების შეთანხმება რეცეპტების წიგნს ჰგავს, რომელიც სახლში ექვსი წლის წინ წავიღეთ და მას შემდეგ მისი მეშვეობით ერთად ვაკეთებთ კერძებს. ზოგიერთი კერძი, რომელსაც ერთად გავაკეთეთ, მართლაც გემრიელი აღმოჩნდა, როგორც მაგალითად, ვიზალიბერალიზაცია ან ერასმუს+-ის სტუდენტური გაცვლითი პროგრამები, რომლითაც უამრავი ადამიანი სარგებლობს. სხვა კერძები უფრო ბოსტნეულივითაა, მის გასინჯვას დიდად არ ელოდები, თუმცა საბოლოო ჯამში ხვდები, რომ ისინი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. მე მომავალ წელსაც ველოდები კერძების ერთად კეთებას", — წერს კარლ ჰარცელი.

ელჩი აღნიშნავს, რომ მომავალში დიდი ყურადღებით დააკვირდებიან არჩევნებს და იმედს გამოთქვამს, რომ ის იქნება ღირსეული, სამართლიანი და თავისუფალი. ჰარცელი წერს, რომ მეტ ენთუზიაზმს ელიან სამართლებრივ რეფორმასთან დაკავშირებით, მათ სორის თავად სასამართლოშიც.

ელჩი წერს, რომ იმედი აქვს ეკონომიკის სექტორში გაძლიერებისთვის მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება და გარემოსა და ენერგოეფექტურობის კუთხით საქართველოს პროგრესი ექნება.

საქართველოსა და ევრკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას ხელი 2014 წლის 27 ივნისს მოეწერა. დოკუმენტი საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს ითვალისწინებს.