ვინ არის ივანიშვილის ნათესავი, რომელმაც ტენდერების მეშვეობით ბიუჯეტიდან 16 მლნ ლარზე მეტი მიიღო

ვინ არის ივანიშვილის ნათესავი, რომელმაც ტენდერების მეშვეობით ბიუჯეტიდან 16 მლნ ლარზე მეტი მიიღო

პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” თავ­მჯდო­მა­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ნა­თე­სავ­მა მურ­მან ტო­გო­ნი­ძემ 2014 წლი­დან დღემ­დე იმე­რე­თის ცალ­კე­უ­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ბი­უ­ჯე­ტი­დან ტენ­დერე­ბი­სა და გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის მეშ­ვე­ო­ბით 16,395,501 ლარი მი­ი­ღო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა-სა­ქარ­თვე­ლო“ ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, მურ­მან ტო­გო­ნი­ძე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დის - მა­გუ­ლი ივა­ნაშ­ვი­ლის მუ­ლის ქმა­რია.

„მურ­მან ტო­გო­ნი­ძე ტენ­დერებ­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­წარ­მის სტა­ტუ­სით მო­ნა­წი­ლე­ობს, შპს “მშე­ნინ­ვეს­ტი” კი, რომ­ლის 100% წილს მურ­მან ტო­გო­ნი­ძე ფლობ­და, სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვებ­ში მხო­ლოდ 2016 წელს მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ­მა მე­წარ­მემ, მურ­მან ტო­გო­ნი­ძემ 97 ტენ­დე­რი­დან 69 შემ­თხვე­ვა­ში გა­ი­მარ­ჯვა. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის ჯა­მურ­მა ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 14,998,590 ლარი შე­ად­გი­ნა. შპს “მშე­ნინ­ვეს­ტი” 2016 წელს 31-ჯერ მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვებ­ში, 21 შემ­თხვე­ვა­ში გა­ი­მარ­ჯვა და ჯა­მუ­რად 1,008,798 ლარი მი­ი­ღო.

ფოტო: სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო

მურ­მან ტო­გო­ნი­ძი­სა და მისი კომ­პა­ნი­ის­გან მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი შემ­სყიდ­ვე­ლი სა­ჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტია (70 ტენ­დე­რი და 3 გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვა). შემ­სყიდ­ვე­ლე­ბი ასე­ვე არი­ან ჭი­ა­თუ­რის, ლა­გო­დე­ხი­სა და ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი.

მურ­მან ტო­გო­ნი­ძე­სა და შპს “მშე­ნინ­ვესტთან” 2014-2016 წლებ­ში სა­ჩხე­რი­სა და ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­მა გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვის 9 ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მეს, ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბით 388,112 ლარი.

აღსანიშნავია, რომ მურმან ტოგონიძესა (ინდ. მეწარმე) და შპს “მშენინვესტს” მოგებული 90 ტენდერიდან 42 შემთხვევაში კონკურენტი არ ჰყოლია. 20 შემთხვევაში ტენდერში მონაწილე სხვა სუბიექტმა ვაჭრობისას დაბალი ღირებულება დააფიქსირა, თუმცა სატენდერო კომისიამ მათ დისკვალიფიკაცია მისცა და ხელშეკრულება მურმან ტოგონიძესთან გააფორმა. 9 შემთხვევაში მურმან ტოგონიძემ ტენდერი მოიგო დაბალი ფასის მითითებით, თუმცა, ხელშეკრულების ღირებულება მოგვიანებით გაიზარდა.

მურმან ტოგონიძე 2017-2018 წლებში შპს “საჩხერგზას” დირექტორიც იყო. შპს “საჩხერგზამ” ამ პერიოდში საჩხერის მუნიციპალიტეტის 2 ტენდერი მოიგო, რომელთა ჯამური ღირებულება 120,521 ლარია. ეს კომპანია მმართველის შეცვლის შემდეგაც მონაწილეობს ტენდერებში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ ინდივიდუალური მეწარმე მურმან ტოგონიძისა და შპს “მშენინვესტის” მიერ მოგებული ტენდერები და დაადგინონ, ხომ არ იყო ისინი ტოგონიძისა და მისი კომპანიისათვის სასურველ პირობებში გამოცხადებული და შეიცავდა თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს,“-აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველოს“ ინფორმაციაში.