თავდასხმა "ენმ"-ს ოფისზე - პოლიციამ შუახნის მამაკაცი დააკავა

თავდასხმა "ენმ"-ს ოფისზე - პოლიციამ შუახნის მამაკაცი დააკავა

სხვისი ნივთის დაიზიანების ბრალდებით, 50 წლამდე მამაკაცი "ნაციონალურო მოძრაობის" ოფისზე თავდასხმისთვის ცოტა ხნის წინ დააკავეს. ის გორის პოლიციაში ყავთ გადაყვანილი და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 1-დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გორის ოფისის დარბევაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები პასუხიმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. როგორც პარტიის წევრი, ბადრი ბასიშვილი ამბობს, რომ არჩევნების მოახლობასთან ერთად მსგავსი შემთხვევები სავარაუდოდ გახშირდება.

მისივე თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც "ენმ"-ს ოფისის დარბევა ხდება შიდა ქართლის რეგიონში, თუმცა ამ დრომდე არც ერთი საქმე გამოძიებერული არ არის, რამაც ახალი დანაშაული წაახალისა

ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა შიდა ქართლის რეგიონალურ ოფისზე თავდასხმის. წინა შემთხვევებში სამარტალდამცავმა ორგანოებმა კარგად იცოდნენ, რომ იყვნენ ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პიროვნებები, მათ შორის საკრებულოს წევრები" ამბობს ბასიშვილი.

თავდასხმა გორში, გარსევანიშვილის ქუჩაზე მდებარე ოფისზე დღეს დილით მოხდა. შუახნის მამაკაცმა ოფისის შუშები ქვებით ჩაამტვრია, ასევე დაამტვრია პარტიის კუთვნილი ტექნიკა და ინვენტარი. როგორც თვითმხილველები ამბობენ, "ქართული ოცნების" მასიურში ჩაცმული მამაკაცი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა.