თავს დაესხნენ პაკისტანის საფონდო ბირჟას

თავს დაესხნენ პაკისტანის საფონდო ბირჟას

აკისტანის დედაქალაქ კარაჩიში შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ საფონდო ბირჟის შენობას. სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაიღუპა 2 ადამიანი. 4 თავდამსხმელი უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს.

თავდამსხმელებმა ჯერ ხელყუმბარა ისროლეს და შემდეგ ცეცხლი გაუხსნეს დაცვის თანამშრომლებს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

პაკისტანის საფონდო ბირჟის შენობა კარაჩის ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ზონაში მდებარეობს.