ცხინვალის ე.წ საგარეო უწყება - თბილისი განაგრძობს სხვისი მიწების დაპყრობისა და რევანშის შესახებ ოცნებას

ცხინვალის ე.წ საგარეო უწყება - თბილისი განაგრძობს სხვისი მიწების დაპყრობისა და რევანშის შესახებ ოცნებას

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო „საზღვრის პერიმეტრზე“ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მიერ გაძლიერებულ ყოფნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც შექმნილი ვითარების გამო, შეშფოთებას გამოხატავს.

„შეიარაღების მარაგების ზრდა, საქართველოს ხელისუფლების აგრესიული მასობრივი რიტორიკა სამხრეთ ოსეთის მისამართით, საზღვრისპირა ტერიტორიებზე მუდმივი პროვოკაციები, უკანონო საპოლიციო პოსტების განთავსება მეტყველებს იმაზე, რომ თბილისი განაგრძობს სხვისი მიწების დაპყრობისა და რევანშის შესახებ ოცნებას“ - აცხადებენ დე ფაქტო უწყებაში.

ე.წ. სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას მოწოდებით, დაგმონ „საქართველოს საშიში კურსი მილიტარიზებული ზონების შექმნასთან“ დაკავშირებით.

„საქართველო-სამხრეთ ისეთის საზღვრის პერიმეტრზე“, ასევე ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, ყურადღება მიაქციონ „ ე.წ. საზღვრისპირა ზონებში დაძაბულობის ზრდასა და მნიშვნელოვანი ერთობლივი დებულებების საქართველოს მიერ იგნორირებას, რომლებიც მიმართულია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისადმი“.