თევზის სუპი პომიდვრით

თევზის სუპი პომიდვრით

შემადგენლობა

  • 600 გ დაქუცმაცებული თევზი
  • 600 გ კარტოფილი
  • 800 გ ზუთხი ან სვია
  • 400 გ პომიდორი
  • 2 თავი ხახვი
  • 2 ს.კ კარაქი
  • პილპილის მარცვლები
  • დაფნის ფოთოლი
  • კამა

მომზადება:

დაქუცმაცებული თევზისგან მოხარშეთ ბულიონი, გაწურეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე და დაუმატეთ გრძლად დაჭრილი კარტოფილი. ხარშეთ 10-15 წთ.ზუთხი ან სვია დაჭერით და ჩაწყვეთ ბულიონში. პომიდორს გადაავლეთ მდუღარე, გაფცქვენით და დაჭერით კუბიკებად. ხახვი დაჭერით ალყა-ალყა და პომიდორთან ერთად დაუმატეთ თევზის წვნიანს, შეურიეთ სანელებლები და ხარშეთ 20 -25 წთ. გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ კარაქი. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი კამა.