თურნავა: ბიზნესინვესტორებმა ან ფასიანი კარანტინი უნდა გაიარონ, ან თავისი ხარჯით რეგულარულად გაიკეთონ PCR ტესტი

თურნავა: ბიზნესინვესტორებმა ან ფასიანი კარანტინი უნდა გაიარონ, ან თავისი ხარჯით რეგულარულად გაიკეთონ PCR ტესტი

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში ჩამოსულმა ბიზნესინვესტორებმა საკუთარი ხარჯებით ან კარანტინი უნდა გაიარონ, ან PCR ტესტი ჩაიტარონ.

"ე.წ. PCR ტესტი, რომელიც ყველაზე ზუსტი არის, უნდა იქნეს შეძენილი თვითონ ბიზნესვიზიტორების ხარჯზე და ყოველ მესამე დღეს უნდა იყოს გაკეთებული მათ მიერ, ჩვენი მონიტორინგის ქვეშ, მათი აქ ყოფნის პირველი 14 დღის განმავლობაში.

მათ აქვთ არჩევანი, თუ დიდი ხნით არიან ჩამოსული, შეიძლება, აირჩიონ ფასიანი კარანტინი და ამითი ჩვენს სასტუმროებსაც დაეხმარებიან", — განაცხადა თურნავამ იმედის ეთერში.

ამ ეტაპზე დაზუსტებით უცნობია, როდის გახსნის საქართველო საზღვრებს საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვრების გახსნა პირველი ივლისის ნაცვლად, 31 ივლისამდე გადაიდო.