ივანიშვილის მარიონეტული სასამართლო არასდროს დაადგენს სიმართლეს - უგულავა ჭაკუაზე

ივანიშვილის მარიონეტული სასამართლო არასდროს დაადგენს სიმართლეს - უგულავა ჭაკუაზე

არანაირი ნდობა ამ ხელისუფლებას არ აქვს, როდესაც ვსაუბრობთ ადრე ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ განაცხადა. 

მან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან, დავით ჭაკუასთან დაკავშირებით ისაუბრა. ამბობს, რომ მის მიმართ კითხვები ადრეც არსებობდა, მათ შორის, ზურაბ ადეიშვილის პროკურატურის დროსაც. 

რაც შეეხება დავით ჭაკუას ექსტრადირების საკითხს, მის მიმართ კითხვები ადრეც არსებობდა, მათ შორის, ადეიშვილის პროკურატურის დროს. ამავე დროს მინდა აღვნიშნო და მე ეს საკუთარ თავზეც გამოვცადე, არანაირი ნდობა ამ სასამართლოს არ აქვს, რომ გამოიძიებს სიმართლეს. არანაირი ნდობა ამ ხელისუფლებას არ აქვს, როდესაც ვსაუბრობთ ადრე ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებზე იმიტომ, რომ ვხედავთ დღიდან ხელისუფლებაში მოსვლისა, ივანიშვილი პირადად პროპაგანდისთვის იყენებს ყველა საქმეს. ასე რომ, თუ კითხვები არსებობს, ჩვენ თავადვე ვართ მოვალე, გავცეთ პასუხი სამართლებრივ ჭრილში, თუ ჩვენ რამე შეცდომა გვაქვს დაშვებული, ჩვენვე გამოვასწორებთ. ფაქტია, რომ ივანიშვილის ხელისუფლება და მისი მარიონეტული სასამართლო ვერასდროს და არასდროს დაადგენს სიმართლეს, რომელიც ყველას გვჭირდება. ივანიშვილის ყურმოჭრილი სასამართლო არასდროს დაადგენს სიმართლეს და ყველა ფაქტს გამოიყენებს პროპაგანდისთვის მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის გასაშავებლად, ოპოზიციისთვის ტალახის სასროლად და არასდროს სამართლიანობის დასადგენად,- ამბობს გიგი უგულავა.