"მაგას როგორ იძახი, რამხელა ტკივილი გვაქვს" - კადრები რუსთავის სასამართლოდან, სადაც ხმაური იყო

"მაგას როგორ იძახი, რამხელა ტკივილი გვაქვს" - კადრები რუსთავის სასამართლოდან, სადაც ხმაური იყო

რუსთავის საქალაქო სასამართლოში ხმაური იყო, სადაც მოსამართლემ 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის, ჯგუფურად უკანონო თავისუფლების აღკვეთისა და უკანონო თავისუფლების აღკვეთის ხელშეწყობაში ბრალდებული ექვსი პირის მიმართ, განაჩენი გამოიტანა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი ასათიანი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და დარბაზიდან გათავისუფლდა, სწორედ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოჰყვა მოკლული დავით მუმლაძის ოჯახის წევრების მხრიდან ხმაური და პროტესტი. მკვლელობაში ბრალდებულ ზურაბ ჯღარკავას კი 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ბრალდებულებს - დავით მიროტაძეს და მიხეილ ღუბიანურს 10-10 წლით პატიმრობა შეეფარდათ, დიმიტრი დუღაშვილსა და გიორგი გეთაშვილს კი 9-9 წელი.

საქმეში ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ სცნობდნენ და დუმილის უფლებით სარგებლობდნენ.

ადვოკატების განცხადებით, საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, კერძოდ, არც მოწმეთა ჩვენებები, არც ვიდეო ჩანაწერები, რომელიც, მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას დაამტკიცებს.