"კისრის არეში ჭრილობა მძინარეს მიაყენა..." - პროკურატურამ პოლიციელის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

"კისრის არეში ჭრილობა მძინარეს მიაყენა..." - პროკურატურამ პოლიციელის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

შიდა ქარ­თლი­სა და მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რამ, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე ჰ.დ.-ს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

საქ­მე ეხე­ბა გორ­ში პო­ლი­ცი­ე­ლის, და­ვით სვი­ა­ნა­ძის მკვლე­ლო­ბის ფაქტს.

უწყე­ბის ცნო­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 1 ივ­ლისს, ღა­მის სა­ა­თებ­ში, ბრალ­დე­ბულ­მა ჰ.დ.-მ ქ. გორ­ში, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლის დ.ს-ს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, სა­დაც იგი მდგმუ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და, სო­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მიზ­ნით, და­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით, კის­რის არე­ში ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა მძი­ნა­რე დ.ს-ს, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ჰ.დ-ს ბრალ­დე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ’’ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს მკვლე­ლო­ბას დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფის მი­მართ. ჰ.დ.-სთვის წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა 13-დან 17 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბულ ჰ.დ-ს მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე გო­რის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თა.