"კორონავირუსმა მუტაცია განიცადა, შეიძლება უფრო მეტად გადამდები გახდეს" - პაატა იმნაძე

"კორონავირუსმა მუტაცია განიცადა, შეიძლება უფრო მეტად გადამდები გახდეს" - პაატა იმნაძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლის, პა­ა­ტა იმ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუს­მა გარ­კვე­უ­ლი მუ­ტა­ცია გა­ნი­ცა­და, რა­მაც ვირუსს უჯრედ­ში შეღ­წე­ვა გა­უ­ად­ვი­ლა. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი შე­იძ­ლე­ბა უფრო მე­ტად გა­დამ­დე­ბი გახ­დეს ვიდ­რე ის, რაც ჩი­ნე­თი­დან პირ­ვე­ლად წა­მო­ვი­და.

მი­სი­ვე თქმით, ვი­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი უკვე გა­და­ტა­ნი­ლი აქვს, შე­იძ­ლე­ბა მას მუ­ტა­ცი­ა­ზე იმუ­ნი­ტე­ტი არ ჰქონ­დეს.

„ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში მე­ო­რე ტალ­ღა უკვე არის. იმის შემ­დეგ, რაც ბიზ­ნეს-აქ­ტი­ვო­ბე­ბი გა­იხ­სნა, კო­რო­ნა შე­მობ­რუნ­და და ფარ­თოდ გავ­რცელ­და. თუ ჩვენ კო­რო­ნას­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბას გა­ვაგ­რძე­ლებთ ისე, რო­გორც დღეს აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა ვაგ­რძე­ლებთ, მა­შინ ეს მე­ო­რე ტალ­ღა ძა­ლი­ან შორს იქ­ნე­ბა. თუ კო­რო­ნა­ვირუს­თან კარ­გად მოქ­ცე­ვას არ გა­ვაგ­რძე­ლებთ, მა­შინ უფრო ახ­ლოს იქ­ნე­ბა. ახა­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა და არის გარ­კვე­უ­ლი მუ­ტა­ცია, რო­მე­ლიც თე­ბერ­ვალ-მარ­ტში ევ­რო­პა­ში წარ­მო­იშ­ვა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ის შე­იძ­ლე­ბა უფრო მე­ტად გა­დამ­დე­ბი იყოს ვიდ­რე ის, რაც ჩი­ნე­თი­დან პირ­ვე­ლად წა­მო­ვი­და. ეს შტა­მი ახლა ევ­რო­პი­დან ჩი­ნეთს შე­უბ­რუნ­და და მთლად კარ­გი მოვ­ლე­ნა არ არის, იმი­ტომ, რომ ვი­საც კო­რო­ნა გა­და­ტა­ნი­ლი აქვს ამ მუ­ტა­ცი­ის გა­რე­შე, შე­იძ­ლე­ბა მას ამ მუ­ტა­ცი­ა­ზე იმუ­ნი­ტე­ტი არ ჰქონ­დეს. ეს პირ­ვე­ლი სა­ყუ­რა­დღე­ბო მუ­ტა­ცი­აა, რო­მე­ლიც ამ ვირუს­მა გა­ნი­ცა­და“, - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

გარ­და ამი­სა, ის ასე­ვე შე­ე­ხო ახალ ვირუსს, რო­მე­ლიც ჩი­ნეთ­ში ცხო­ვე­ლი­დან ადა­მი­ან­ზე გა­და­ვი­და და აღ­ნიშ­ნა, რომ მას პან­დე­მი­უ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს, თუმ­ცა ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე გა­დას­ვლის რის­კი ნაკ­ლე­ბია.

„რაც შე­ე­ხე­ბა ახალ ვირუსს, ახა­ლი ვირუ­სი ჩი­ნეთ­ში და სხვა­გა­ნაც ძა­ლი­ან ხში­რა­დაა, მათ შო­რის ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა ცხო­ვე­ლი­დან ადა­მი­ან­ზე გა­და­ვი­დეს. მათ პან­დე­მი­უ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვთ და ასე­თი ბოლო წლებ­ში 5-6 გა­მოჩ­ნდა, მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, მათ პან­დე­მი­უ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი არ შე­უ­ძე­ნი­ათ, იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე გა­დას­ვლის უნა­რი არ აქვს“,-აღ­ნიშ­ნა იმ­ნა­ძემ.