"მას მოხვდა თავში და ზურგში" - შაქარაშვილის საქმეზე დაკვებული არასრულწლოვანი პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს

"მას მოხვდა თავში და ზურგში" - შაქარაშვილის საქმეზე დაკვებული არასრულწლოვანი პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი  სამართალდლამცველებს მოზარდზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში დადნაშულებს

ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებამდე, გამოკიხთვის დროს, პოლიციის თანამშრომლებმა მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ზეწოლა განახორციელეს, რომელსაც მოზარდის მშობელიც შეესწრო.

ადვოკატი ამბობს, რომ ჩვენების შინაარსი, რომელიც გამომძიებლებმა მოზარდს დააწერინეს, მისთვის უცნობია, რადგან საქმის მასალები ამ დრომდე არ გადასცემია, თუმცა როგორც უფლებადამცველი ამბობობს, აქვს ეჭვი, რომ იქ წერია ის, რაც ამ დროისათვის გამოძიებას აწყობს.

  • მასზე განხორციელდა როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური ზეწოლა. იგი არის არასრულწლოვანი და გამოკითხულია მშობლეთან ერთად, თუმცაღა ამ გამოკითხვას არ ესწრებოდა ადვოკატი..როგორც თვითონ იძახის მას მოხვდა თავში და მას მოხვდა ზურგში პოლიციელების მხრიდან. მშობელიც ადასტურებს აღნიშნულს - დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი გიორგი გელხაური

ცნობილი ხდება, რომ მოზარდზე განხორციელებლი შესაძლო ზეწოლით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაინტერესდა და უწყების თანამშრომლები დაკავებულ არასრულწლოვანს დღეს მოინახულებენ.

17 დაკავებული პირი კი ამ დროისათვის თბილისის, მცხეთისა და რუსთავის დროებით იზოლატორებში არიან გადაყვანილი. მათი დიდი ნაწილი უკვე შეხვდა საკუთარ ადვოკატებს.

მათი უფლებადამცველები ამბობენ, რომ დაკავებულები გარკვეულ ინციდენტს ადასტურებენ, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობენ.