"მას შემდეგ, რაც დალეწა ოფისი, დანით ემუქრებოდა იქ მისულ ადამიანებს" - ვაშაძე "ენმ"-ს ოფისის დარბევაზე

"მას შემდეგ, რაც დალეწა ოფისი,  დანით ემუქრებოდა იქ მისულ ადამიანებს" - ვაშაძე "ენმ"-ს ოფისის დარბევაზე

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე გორში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, შიდა ქართლში მათი ოფისი უკვე მეოთხედ დაარბიეს, რაც  "ქართული ოცნების" ხელწერა და იმის მანიშნებელია, როგორ აპირებს ხელისუფლება არჩევნების ჩატარებას.  

  • "ხელისუფლების მიერ წახალისებულმა და მათ მიერ მოგზავნილმა პირებმა მეოთხედ დაარბიეს შიდა ქართლის ოფისი. დანით შეიარაღებულმა პირმა მას შემდეგ, რაც დალეწა ოფისი, დანით ემუქრებოდა იქ მისულ ადამიანებს. პირველ სამ შემთხვევაში ხელისუფლებას ინტერესი არ გამოუჩენია და არ დაუსჯია დამნაშავე. ეს არის "ქართული ოცნების" ხელწერა და იმის მომასწავებელი როგორ აპირებენ არჩევნების ჩატარებას. ეს ინციდენტი და სხვა მსგავსი ინციდენტები არის ზიზღის კამპანიის, შემადგენელი ნაწილი რომელსაც ეწევა "ქართული ოცნება". ეს ისტერიული ქმედებები ნათლად აჩვენებს და სამედიცინო დიაგნოზია იმის, რომ ხელისუფლება მარცხისთვის არის განწირული"-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ

შეგახსენებთმ რომ "ნაციონალური მოძრაობის" გორის რაიონულ ორგანიზაციაში დღეს მამაკაცი შეიჭრა და ოფისის ინვენტარი, ტექნიკა, ავეჯი, მინები, ქვებით დალეწა.