მე მარტო ერთს დავარტყიო, თმებით მითრიაო - შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ბებია

მე მარტო ერთს დავარტყიო, თმებით მითრიაო - შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ბებია

ახალი დეტალები გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში. ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულ მორაგბეებს შორის, რომლებიც მცხეთაში, საბედისწერო წვეულებაზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ადგილზე, სავარაუდოდ, საქმის გასარჩევად ჩავიდნენ, არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე, ნიკა ჟვანია არიან. 

"მთავარი არხი" დღეს მათ საცხოვრებელ სახლებში იმყოფებოდა. ინციდენტში მონაწილე პირების ნაწილი ერთი უბნელები არიან - ყველა მათგანი ნახალოვკაში, მეზობელ ქუჩაზე ცხოვრობს და ადგილობრივები მათ კარგად იცნობენ. სავარაუდოდ, ამავე უბანში ცხოვრობს გოგონა, რომლის დაბადების დღის წვეულებაც ტრაგიკულად დასრულდა.

ე.წ. ნახალოვკელების დაჯგუფებიდან დაკავებული ერთ-ერთი სპორტსმენის, თენგო ბარბაქაძის ბებია კი "მთავარ არხს" უყვება, რომ მისი შვილიშვილი ინციდენტში მონაწილეობდა, თუმცა შაქარაშვილს არ იცნობდა.

  • გუშინ ჰყავდათ დაკითხვაზე. ადვოკატიც იქ იყო და რავიცი, არაფერი არ არიო. ადვოკატმა ასე გვითხრა, ეს საერთოდ არ ჩანს ამ ბიჭთანო და თენგოც ამბობდა მე მაგ ბიჭს საერთოდ არ ვიცნობო. მარტო ის თქვა, მე მარტო ერთს დავარტყიო, თმებით მითრია და მათრია ისეო. მეტი არაფერი უთქვამს, - ამბობს ბარბაქაძის ბებია.

შეგახსენებთ რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დღეს 17 ახალგაზრდა დააკავეს. რას მოჰყვა დაპირისპირება, რაზე დაუპირისპირდნენ ახალგაზრდები ერთმანეთს, ამ კითხვებზე პასუხი გამოძიებას არ აქვს.