"მოგვსდევდნენ და გვაგინებდნენ... ბუჩქებისკენ ჩავუხვიე, ისინი გაეკიდნენ შაქარაშვილს" - რას ჰყვება ჩვენებაში დაზარალებული ვახო ახვლედიანი

"მოგვსდევდნენ და გვაგინებდნენ... ბუჩქებისკენ ჩავუხვიე, ისინი გაეკიდნენ შაქარაშვილს" - რას ჰყვება ჩვენებაში დაზარალებული ვახო ახვლედიანი

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე გა­მო­კი­თხუ­ლი ერთ-ერთი პი­რის, და­ზა­რა­ლე­ბულ ვახო ახვლე­დი­ა­ნის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ხი­დი­დან გაქ­ცე­ულ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს რამ­დე­ნი­მე პირი მის­დევ­და. თუმ­ცა, რო­გორც მისი ჩვე­ნე­ბი­დან ირ­კვე­ვა, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის ამოც­ნო­ბა მას არ შე­უძ­ლია.

„ინეტრპრეს­ნი­უს­მა“ ახვლე­დი­ა­ნის ჩვე­ნე­ბა მო­ი­პო­ვა, რო­მელ­შიც ახვლე­დი­ა­ნი და­ბა­დე­ბის დღე­ზე და­წყე­ბულ კონ­ფლიქტსა და შემ­დეგ უკვე, ხიდ­თან გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს დე­ტა­ლუ­რად იხ­სე­ნებს. რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბი­დან ირ­კვე­ვა, იუ­ბი­ლა­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე ის მე­გობ­რებ­თან - გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძეს­თან და დი­ჯეი კოკო ღიბ­რა­ძეს­თან ერ­თად წა­ვი­და.

"ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, ანა გა­ბე­ჩა­ვამ მე და ჩვე­ნი სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბი - გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძე და კონ­სტან­ტი­ნე ღიბ­რა­ძე დაგვპა­ტი­ჟა 2020 წლის 18 ივ­ნისს, თა­ვის და­ბა­დე­ბის დღე­ზე. ანამ გვი­თხრა, რომ ის და­ბა­დე­ბის დღის სუფ­რას იხ­დი­და ქა­ლაქ მცხე­თა­ში მდე­ბა­რე „ლი­დერ­ფუ­დის“ მა­ღა­ზი­ის უკან მდე­ბა­რე კაფე-ბარ­ში. ანას ჩვენ დავ­თან­ხმდით. 2020 წლის 18 ივ­ნისს მე, გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძე და კონ­სტან­ტი­ნე ღიბ­რა­ძე შე­ვიკ­რი­ბეთ ჩემი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ეზო­ში, სა­ი­და­ნაც ჩვენ სა­მი­ვე­ნი ტაქ­სით წა­ვე­დით ანას და­ბა­დე­ბის დღის სუფ­რა­ზე - ქა­ლაქ მცხე­თა­ში მდე­ბა­რე "ლი­დერ­ფუ­დის" მა­ღა­ზი­ის უკან მდე­ბა­რე კაფე-ბარ­ში... რომ მი­ვე­დით, უკვე იყო შე­ბინ­დე­ბუ­ლი, ზუს­ტი სა­ა­თი არ მახ­სოვს. სუფ­რა­ზე რომ მი­ვე­დით, ჩვენ იქ დაგ­ვხვდნენ ანა გა­ბე­ჩა­ვა და მისი მე­გო­ბა­რი გოგო-ბი­ჭე­ბი, რომ­ლებ­საც მე არ ვიც­ნობ­დი. სუფ­რა­ზე ვიქ­ნე­ბო­დით და­ახ­ლო­ე­ბით, 30 ადა­მი­ა­ნი. სუფ­რა­ზე ყოფ­ნი­სას მე იქ გა­ვი­ცა­ნი ანა გა­ბე­ჩა­ვას მე­გო­ბა­რი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი.

ჩვენ ცოტა დავ­ლი­ეთ ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი და თან ვცეკ­ვავ­დით და ვერ­თო­ბო­დით. სუფ­რის მსვლე­ლო­ბი­სას იქ მყოფ ახალ­გაზ­რდებს შო­რის მოხ­და ჩხუ­ბი, ოღონდ თუ რაზე მოხ­და მათ შო­რის ჩხუ­ბი და ვის და ვის შო­რის მოხ­და ჩხუ­ბი, მე არ ვიცი, რად­გან რო­გორც უკვე მო­გახ­სე­ნეთ, მე იქ მყოფ­თა­გან ვიც­ნობ­დი მხო­ლოდ ჩემ მე­გობ­რებს - გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძეს, კონ­სტან­ტი­ნე ღიბ­რა­ძეს, ანა გა­ბე­ჩა­ვას და იქ სუფ­რა­ზე გა­ვი­ცა­ნი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი. ჩხუ­ბი და გა­წევ-გა­მო­წე­ვა მე შევ­ნიშ­ნე კაფე-ბა­რის გა­რეთ ეზო­ში, რო­დე­საც შემ­თხვე­ვით გა­მო­ვე­დი გა­რეთ, ეზო­ში. ჩხუ­ბი შიგ­ნით კაფე-ბარ­ში არ ყო­ფი­ლა.

ამის შემ­დეგ ჩხუ­ბი მა­ლე­ვე შე­წყდა და ყვე­ლა­ნი ჩაჯ­დნენ ავ­ტო­მან­ქა­ნებ­ში და და­ი­შალ­ნენ. ჩხუბ­ში ან მო­ჩხუ­ბარ­თა გაშ­ვე­ლე­ბა­ში მე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­მი­ღია, რად­გან იმ ად­გილ­ზე ბნე­ლო­და, მე არ და­მი­ნა­ხავს სა­ხე­ზე, თუ ვინ ჩხუ­ბობ­და ერ­თმა­ნეთ­ში და ვინ იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გაშ­ვე­ლე­ბა­ში, არც ის და­მი­ნა­ხავს, ვინ­მეს ჰქონ­და თუ არა ჩხუ­ბის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი. ამის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვამ­შვი­დებ­დი ანა გა­ბე­ჩა­ვას და მის მე­გო­ბარ გო­გო­ნებს, რომ­ლე­ბიც ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ იქ სუფ­რა­ზე, რის შემ­დე­გაც ზო­გი­ერ­თი გოგო შე­ვი­და შიგ­ნით კაფე-ბარ­ში, ხოლო ზო­გი­ერ­თი იყო გა­რეთ ეზო­ში. ამა­სო­ბა­ში, გა­ვი­და რამ­დე­ნი­მე წუთი, ამის შემ­დეგ ად­გილ­ზე დავ­რჩით მე, გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძე და კონ­სტან­ტი­ნე ღიბ­რა­ძე, სხვა ბი­ჭე­ბი მე იქ არ მი­ნა­ხავს.

მე, გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძემ და კონ­სტან­ტი­ნე ღიბ­რა­ძემ გა­დავ­წყვი­ტეთ, წავ­სუ­ლი­ყა­ვით სახ­ლში და ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე სა­ნამ გა­მო­ვი­დო­დით, „ლი­დერ­ფუდ­თან“ არ­სე­ბულ კი­ბე­ებ­თან შევ­ნიშ­ნეთ სამი ახალ­გაზ­რდა ბიჭი, რო­მე­ლიც ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბო­და ანა გა­ბე­ჩა­ვას და­ბა­დე­ბის დღის სუფ­რა­ზე. ამ სამი ახალ­გაზ­რდა ბი­ჭი­დან ერთ-ერთი იყო გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი. მათ არა­ნა­ი­რი სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბის კვა­ლი არ ემ­ჩნე­ო­დათ. ჩვენ ექ­ვსი­ვე ერ­თად გა­და­ვე­დით მცხე­თა-თბი­ლი­სის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მე­ო­რე მხა­რეს, ანუ თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით და დავ­ყე­ვით გზას ფე­ხით თბი­ლი­სის­კენ და თან ხელს ვუქ­ნევ­დით ავ­ტო­მან­ქა­ნებს, რომ ვინ­მეს გა­ე­ჩე­რე­ბი­ნა ჩვენ­თვის და წა­ვეყ­ვა­ნეთ ქა­ლაქ თბი­ლის­ში, თუმ­ცა, ავ­ტო­მან­ქა­ნა არა­ვინ გაგ­ვი­ჩე­რა.

რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მეტ­რის გავ­ლის შემ­დეგ, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვენ მდი­ნა­რე არაგ­ვის ხიდ­ზე გა­და­ვე­დით თუ არა, უკა­ნა მხრი­დან დაგ­ვე­წია მო­თეთ­რო-მო­ვერ­ცხლის­ფრო ავ­ტო­მან­ქა­ნა, რომ­ლის მარ­კა, სე­რია და ნო­მე­რი არ მახ­სოვს. ავ­ტო­მან­ქა­ნა გა­ჩერ­და და­ახ­ლო­ე­ბით, 10-15 მეტ­რით წინ მი­მა­ვალ ჩემ მე­გობ­რებ­თან, გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძეს­თან და კონ­სტან­ტი­ნე ღიბ­რა­ძეს­თან.

ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და და­ახ­ლო­ე­ბით, 5 ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, რომ­ლებ­მაც ცემა და­უ­წყეს გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძეს და კონ­სტან­ტი­ნე ღიბ­რა­ძეს, რის შემ­დე­გაც ერთ-ერთი გა­მო­იქ­ცა ჩემ­კენ

უკან გა­მოყ­ვნენ და­ნარ­ჩე­ნე­ბიც და რო­გორც კი მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან, პირ­ველ­მა, რო­მე­ლიც გა­მო­იქ­ცა ჩემ­სკენ და მო­ვი­და ჩემ­თან, და­მარ­ტყა ხელი სა­ხე­ში და მი­ვი­ღე და­ზი­ა­ნე­ბა ცხვი­რის მი­და­მო­ში და ვიგ­რძე­ნი ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი, რის შემ­დე­გაც მე და­ვი­ნა­ხე, რომ სხვე­ბიც მო­დი­ოდ­ნენ ჩემ­სკენ ჩემ სა­ცე­მად, რის გა­მოც მე და ჩემ გვერ­დით მყო­ფი კი­დევ 3 ახალ­გაზ­რდა ბიჭი, რო­მელ­თა­გა­ნაც ერთ-ერთი იყო გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი, გა­ვი­ქე­ცით უკან, ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, მცხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

რამ­დე­ნი­მე მეტ­რი რომ გა­ვი­ქე­ცით, მდევ­რე­ბიც გა­ჩერ­დნენ, გატ­რი­ალ­დნენ უკან, ჩას­ხდნენ თა­ვი­ანთ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში და წა­ვიდ­ნენ. ამის შემ­დეგ ჩვენ ისევ გა­ვაგ­რძე­ლეთ ყვე­ლამ ერ­თად გზა ქა­ლაქ თბი­ლი­სის­კენ, ანუ მე და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძემ და კი­დევ იმ სამ­მა ახალ­გაზ­რდა ბიჭ­მა, რომ­ლე­ბიც ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ანა გა­ბე­ჩა­ვას და­ბა­დე­ბის დღე­ზე და რო­მელ­თა­გა­ნაც ერთ-ერთი იყო გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი, ხოლო კონ­სტან­ტი­ნე ღიბ­რა­ძე ამ დროს იქ არ და­მი­ნა­ხავს. მე უნდა მე­კი­თხა გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძის­თვის, კონ­სტან­ტი­ნე ღიბ­რა­ძე სად არის-მეთ­ქი, რა დრო­საც იმა­ვე ხიდ­ზე რო­გორც კი გა­და­ვე­დით, ჩვენ უკა­ნა მხრი­დან დაგ­ვე­წია ავ­ტო­მან­ქა­ნა, რომ­ლის ფერი, სე­რია და ნო­მე­რი არ მახ­სოვს, რად­გან ვი­ყა­ვი შე­ში­ნე­ბუ­ლი. აშ­კა­რად იყო სხვა ავ­ტო­მან­ქა­ნა. ავ­ტო­მან­ქა­ნა გა­ჩერ­და ჩვენ­თან და რო­გორც კი გა­ი­ღო ავ­ტო­მან­ქა­ნის კა­რე­ბი და ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან იქ მჯდომ­მა პი­რებ­მა და­ა­პი­რეს გად­მოს­ვლა, ჩვენ ყვე­ლა ერ­თად მოვტრი­ალ­დით უკან და გა­ვი­ქე­ცით ქა­ლაქ მცხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ისი­ნი, ვინც ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვიდ­ნენ, მოგ­ვსდევ­დნენ უკან და გვე­ძახ­დნენ - გა­ჩერ­დით, სად გარ­ბი­ხარ­თო და გვა­გი­ნებ­დნენ.

ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად ხიდ­ზე გა­დავკვე­თეთ გზა, გა­და­ვე­დით სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მე­ო­რე მხა­რეს და გავ­რბო­დით. მე ხიდ­ზე რო­გორც კი გა­და­ვე­დი, იქვე ჩა­ვუხ­ვიე დაბ­ლა და რო­გორც კი ჩა­ვუხ­ვიე, ეგ­რე­ვე ვნა­ხე იქვე არ­სე­ბუ­ლი ბუჩ­ქე­ბი და ჯა­გე­ბი და გა­ვი­ქე­ცი იქით­კენ და და­ვი­მა­ლე აღ­ნიშ­ნულ ბუჩ­ქებ­ში, ხოლო სხვე­ბი თუ საით და რა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­იქ­ცნენ, არ ვიცი, რად­გან იყო ღამე. მე სა­ნამ ჩა­ვუხ­ვევ­დი ბუჩ­ქე­ბის­კენ, და­ვი­ნა­ხე, რომ ჩემ წინ მირ­ბო­და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი და მე რომ ჩა­ვუხ­ვიე ბუჩ­ქე­ბის­კენ, ისი­ნი, ვინც მოგ­ვსდევ­დნენ, გა­ე­კიდ­ნენ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და შემ­დეგ, თუ ვინ საით გა­იქ­ცა, არ და­მი­ნა­ხავს.

მე ჩუ­მად ვი­ჯე­ქი და ვი­მა­ლე­ბო­დი ბუჩ­ქებ­ში, რა დრო­საც სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მხრი­დან და­ახ­ლო­ე­ბით, 10 წუთი მეს­მო­და ძა­ხი­ლის ხმა - „სად გა­ი­ქე­ცით, გა­მო­დი­თო“ და თა­ნაც გვა­გი­ნებ­დნენ. და­ახ­ლო­ე­ბით 10 წუ­თის შემ­დეგ, ძა­ხი­ლის ხმა შე­წყდა, თუმ­ცა, მე მა­ინც არ გა­მოვ­სულ­ვარ ბუჩ­ქე­ბი­დან, სა­დაც ვი­მა­ლე­ბო­დი და­ახ­ლო­ე­ბით, 35-40 წუთი. ბო­ლოს, როცა დავ­რწმუნ­დი, რომ საფრ­თხემ ჩა­ი­ა­რა, მე გა­მო­ვე­დი ბუჩ­ქე­ბი­დან და გა­მო­ვე­დი ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე. გზა­ზე რომ გა­მო­ვე­დი, მე და­ვუ­რე­კე ჩემი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­დან ჩემს მე­გო­ბარ გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძეს მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე, რომ­ლის სიმ ბა­რა­თის ნო­მე­რი არ მახ­სოვს და ვკი­თხე, სად მი­დი­ხარ-მეთ­ქი, რა დრო­საც გი­ორ­გი იქვე სა­ი­დან­ღაც ბუჩ­ქე­ბი­დან გა­მო­ვი­და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, ხოლო ის სამი ახალ­გაზ­რდა ბიჭი, რო­მელ­თა­გა­ნაც ერთ-ერთი იყო გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი, თუ სად წა­ვიდ­ნენ და სად იყ­ვნენ, არ ვიცი, რად­გა­ნაც ისი­ნი იმ დროს უკვე იქ არ ყო­ფი­ლან.

ამის შემ­დეგ მე და­ვუ­რე­კე ჩემს მე­გო­ბარ ლუკა ბეჟა­ნიშ­ვი­ლის, რომ­ლის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი არ მახ­სოვს და ვთხო­ვე, მო­სუ­ლი­ყო ჩვენ­თან და წა­ვეყ­ვა­ნე სახ­ლში. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ჩვენ­თან მო­ვი­და ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი კახა, რომ­ლის გვა­რი არ ვიცი, თა­ვი­სი ავ­ტო­მან­ქა­ნით, რო­მელ­მაც გვი­თხრა, რომ ლუ­კამ გა­მოგ­ვგზავ­ნა თქვენ­თა­ნო, რის შემ­დე­გაც ჩვენ, ანუ მე და გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძე ჩავ­ჯე­ქით კა­ხას ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში და წა­ვე­დით სახ­ლში...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად ვახო ახვლე­დი­ა­ნის ჩვე­ნე­ბა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­ზე"