მოსკოვში, წითელ მოედანზე, აღლუმის წინ გაბრაზებიულმა ჯარისკაცმა სამხედრო მანქანას შუშა ჩაუმსხვრია (ვიდეო)

მოსკოვში, წითელ მოედანზე, აღლუმის წინ გაბრაზებიულმა ჯარისკაცმა სამხედრო მანქანას შუშა ჩაუმსხვრია (ვიდეო)

ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, თუ როგორ დაესხა თავს წითელ მოედანზე, აღლუმის წინ 22 წლის კურსანტი ნიკიტა ეროშენკო სამხედრო ავტომობილს და შუშა ჩაუმსხვრია. ჯარისკაცი დაცვამ წააქცია და დააკავა. როგორც გაირკვა, წინა დღით კურსანტს სხვა ჯარისკაცებთან კონფლიქტი მოუვდა და ის აღლუმის მონაწილეთა სიიდან ამოიღეს. გაბრაზებულმა ნიკიტამ გადაწყვიტა შური ეძია ნაწილის ხელმძღვანელობაზე, რადგან უკვე ჰქონდა ნათქვამი შეყვარებულისთვის, რომ ის წითელ მოედანზე ჩაივლიდა. ჯარისკაცი ამჟამად ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია.