შესაძლოა, ნაციონალურმა მოძრაობამ სიძულვილის ენის გამო ქართული ოცნების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს

შესაძლოა, ნაციონალურმა მოძრაობამ სიძულვილის ენის გამო ქართული ოცნების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს

შესაძლოა, ნაციონალურმა მოძრაობამ სიძულვილის ენის გამოყენების გამო ქართული ოცნების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს. პარტიაში ამბობენ, რომ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არაა, თუმცა მმართველი პარტიის მხრიდან გამოყენებული სიძულვილის ენის გამო საერთაშორისო პარტრნიორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიმართავსაც გეგმავენ.

როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, ხელუსუფლება საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვიბებას ხელს უწყობს.

"ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, მუდმივად ვისმენთ ძალიან მძიმე სიძულვილის ენას. გვიწოდებენ რადიკალებს, კრიმინალებს. მათ შორის პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან პრემიერი არ ერიდება ძველბიჭურ გარჩევებს ოპოზიციის მიმართულებით. ეს არის სიძულვილის და დაპირისპირების ენის გაღვივება, რომელიც საზოგადოებაში პოლარიზაციას, ვითარების დამძიმებას უწყობს ხელს", — აცხადებს დეკანოიძე.

მისივე თქმით, ხელისუფლება არა საქართველოს მოქალაქეებს, არამედ, მხოლოდ ივანიშვილს ესაუბრება და ამ სიძულვილოს ენასაც მხოლოდ მის გასაგონად, საამებლად იყენებს.