მჟაუნას სუპი

მჟაუნას სუპი

გაზაფხული მჟაუნას სეზონია. მოამზადეთ მარტივად უგემრიელესი მომჟაო სუპი ამ რეცეპტის დახმარებით.

  • რეცეპტის ინგრედიენტები
  • 5 ცალი საშუალო კარტოფილი   
  • 1 ⁄ 2 თავი ხახვი
  • 1 კონა მჟაუნა (დაახლ. 2 ჭიქა)
  • 2 ს/კ დაჭრილი კამა
  • 4 ს/კ ზეთი შესაწვავად
  • 2 ცალი კვერცხი
  • 1 ცალი სტაფილო
  • 2 თავი მწვანე ხახვი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • წყალი
  • რეცეპტის მომზადების საფეხურები
  1. გათალეთ კარტოფილი, გაფრცქვენით ხახვი და სტაფილო. მჟაუნა ცივ წყალში გაავლეთ. აადუღეთ წყალი ქვაბში.
  2. დაჭერით კარტოფილი 2–3 სმ სისქის კუბიკებად. ჩაყარეთ ადუღებულ წყალში და ხარშეთ 15 წუთით.
  3. დაჭერით ხახვი, მწვანე ხახვი, კამა და მჟაუნა. გახეხეთ სტაფილო და ათქვიფეთ კვერცხები თასში.
  4. კვერცხი კარტოფილის ქვაბში შეურიეთ, თან ურიეთ, რომ ერთმანეთს არ მიეკრას. შეაზავეთ მარილითა და პილპილით.
  5. სტაფილო და ხახვი 4 ს/კ ზეთში მოთუშეთ. თუშეთ 7–10 წუთით, ბოსტნეულის დარბილებამდე. დაუმატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს ქვაბში.
  6. შეურიეთ სუპს მწვანე ხახვი და კამა, ხარშეთ 5 წუთით. დაუმატეთ მჟაუნა. გადმოდგით გაზქურიდან და 10 წუთით გადადგით.
  7. მიირთვით ცხელი. სურვილისამებრ, მირთმევამდე არაჟანი დაუმატეთ.