მცხეთის პოლიციაში დაკითხვების ახალი სერია დაიწყო - გიორგი შაქარაშვილის საქმეს კიდევ 2 ტომი დაემატა

მცხეთის პოლიციაში დაკითხვების ახალი სერია დაიწყო - გიორგი შაქარაშვილის საქმეს კიდევ 2 ტომი დაემატა

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა. მტკიცებულებებს, რომელიც 10 ტომისგან შედგებოდა, ახალი ვიდეოკადრები და საქმის ახალი ფიგურანტები ემატება. მცხეთის პოლიციაში კი დაკითხვების ახალი სერია დაიწყო.

ბოლო ინფორმაციით, ჩატარდა ავტომობილის ექსპერტიზა, რომელსაც უნდა დაედგინა შეეჯახა თუ არა გიორგი შაქარაშვილს ავტომობილი. როგორც დაკავებული მორაგბეების ადვოკატი ამბობს, ტრასოლოგიური ექსპერტიზის შედეგად, შეჯახების ალბათობა გამოირიცხა. გარდა ამისა, საქმის 10 ტომს კიდე 2 დაემატა, რომლის დეტალები ამ დროისათვის ადვოკატებისთვის უცნობია.