"ოჯახში ფინანსური პრობლემები გვქონდა... სამედიცინოში "პატრონის" გარეშე მოხვედრა წარმოუდგენელი იყო!" - ცნობილი ექიმის რთული გზა წარმატებამდე

"ოჯახში ფინანსური პრობლემები გვქონდა... სამედიცინოში "პატრონის" გარეშე მოხვედრა წარმოუდგენელი იყო!" - ცნობილი ექიმის რთული გზა წარმატებამდე

ექი­მის - ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვის რჩე­ვებს ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებს. პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ის ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან ოპ­ტი­მის­ტუ­რი გა­მოს­ვლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და... მის სი­ტყვას ენ­დო­ბი­ან, უყ­ვართ, პა­ტივს სცე­მენ და ძა­ლი­ან ცო­ტამ თუ იცის, მუ­დამ მო­ღი­მარ ექიმს წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად რო­გო­რი რთუ­ლი გზის გავ­ლა მო­უხ­და...

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ახალ­გაზ­რდა ექი­მი ხართ... ექი­მო­ბა ბავ­შვო­ბი­დან გინ­დო­დათ?

- კი, ექი­მო­ბა სკო­ლის ასა­კი­დან მსურ­და და ეს ყვე­ლამ იცო­და. მახ­სოვს, თეთ­რი ხა­ლა­თი ძა­ლი­ან მომ­წონ­და!.. სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, იმ პე­რი­ოდ­ში ქვე­ყა­ნა­ში არ იყო მშვი­დი სი­ტუ­ა­ცია... კო­რუფ­ცია ყვა­ო­და და სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში "პატ­რო­ნის" გა­რე­შე მოხ­ვედ­რა თით­ქმის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო! იმედს მა­ინც არ ვკარ­გავ­დი და მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად შე­უ­პოვ­რად ვიბ­რძო­დი, რა­შიც ჩემი პე­და­გო­გე­ბიც მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ...

ხო­ნის სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი, ჩემს ოჯახს ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და მას­წავ­ლებ­ლე­ბი სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ მამ­ზა­დებ­დნენ. არც ერთ პე­და­გოგს ჩემ­თვის სა­გან­ში მომ­ზა­დე­ბის თან­ხა არ გა­მო­ურ­თმე­ვია...სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ქი­მი­ის გა­მოც­და­ზე ჩა­ვი­ჭე­რი... სხვა პრო­ფე­სი­ას თუ დავ­თან­ხმდე­ბო­დი, მი­მი­ღებ­დნენ. შე­მომ­თა­ვა­ზეს, ქუ­თა­ის­ში იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე მეს­წავ­ლა, მაგ­რამ უარი ვთქვი! მხო­ლოდ ის, რომ სად­მე მეს­წავ­ლა, არ მსურ­და! სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც ჩემი გა­ვი­ტა­ნე.

- რო­გორ გახ­სენ­დე­ბათ სტუ­დენ­ტო­ბის წლე­ბი?

- თა­ვი­დან უი­მე­დოდ ვი­ყა­ვი გან­წყო­ბი­ლი. ვფიქ­რობ­დი, რომ სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ყვე­ლა­ზე მა­ჩან­ჩა­ლა და ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი ვიქ­ნე­ბო­დი... პირ­ვე­ლი სე­მესტრის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ ჩემი წი­ნათ­გრძნო­ბა არ გა­მარ­თლდა და მე­ტიც, ყვე­ლა­ზე წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი აღ­მოვ­ჩნდი... რაც შე­ე­ხე­ბა პი­რო­ბებს, სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ვცხოვ­რობ­დი. სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტს ჯერ კი­დევ ჰქონ­და ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­ზე შე­ნო­ბა და იქ მოვ­ხვდი.

სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი თა­ვი­სე­ბუ­რად მომ­ხიბ­ვლე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო იყო... ბევ­რი ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი შე­ვი­ძი­ნე იქ ცხოვ­რე­ბის დროს, ზო­გი­ერთ მათ­გან­თან დღე­საც ვურ­თი­ერ­თობ. ჩემ­თვის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იყო იქ ცხოვ­რე­ბა. მა­ნამ­დე, სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ვცხოვ­რობ­დი, სა­ნამ არ და­ინ­გრა და სა­ბო­ლო­ოდ არ გა­უქ­მდა.

- ჩა­მო­სუ­ლე­ბის­თვის იოლი არ არის თბი­ლის­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა... თქვენ რო­გორ მი­გი­ღოთ თბი­ლის­მა? - ცივი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ მიგ­რძნია! უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იყო ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­თა სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭო, სა­დაც მე­სა­მე კურ­სის შემ­დეგ აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი... მე­სა­მე კურ­სი­დან­ვე სა­ხე­ლო­ბი­თი სტი­პენ­დია მო­მა­ნი­ჭეს, თვე­ში 60 ლარს ვი­ღებ­დი, რაც ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თან­ხა იყო...ჩვე­ნი დე­კა­ნი გახ­ლდათ ცნო­ბი­ლი პე­დი­ატ­რი ნუგ­ზარ უბე­რი. მის კა­ბი­ნეტ­ში ხში­რად მი­წევ­და ყოფ­ნა რო­გორც ასის­ტენტს. ბავ­შვე­ბის გა­სინ­ჯვა­ში, ინ­ფორ­მა­ცი­ის ურ­თი­ერ­თგაც­ვლა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი... რაც უფრო მეტი პრაქ­ტი­კის გავ­ლა მი­წევ­და, მით უფრო სა­ინ­ტე­რე­სო ხდე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი...

სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რეზიდენტურაში ჩაბარება გადავწყვიტე. 2005 წელს პედიატრიის უფასო რეზიდენტურაში მხოლოდ ორი ადგილი იყო და დიდი კონკურენცია. ამ ორიდან ერთ-ერთი მე გახლდით...

როდესაც რეზიდენტურა დავამთავრე, სამსახურის პოვნის საკითხი დადგა... უამრავი კურსდამთავრებულია, მაგრამ ასე მარტივად ექიმები ვერ ხდებიან: ზოგი ფარმაცევტულ კომპანიაში, ზოგიც სხვა სეგმენტში იწყებს მუშაობას. მე გამიმართლა, მარინა კვეზერელი-კოპაძისგან ინფორმაცია მივიღე, რომ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი (სადაც ახლა ვმუშაობ) კადრებს ეძებდა... რა თქმა უნდა, შემოთავაზებას სიხარულით დავთანხმდი და ცენტრის დირექტორის, ქალბატონ მაია გოთუას ასისტენტად დავიწყე მუშაობა... რამდენიმე თვეში შტატის თანამშრომლად ამიყვანეს. ასე, ვიღაცების ჩარევის გარეშე აეწყო ყველაფერი. კარგად რომ ვსწავლობდი, ამიტომ გავახსენდი ქალბატონ მარინას და ასე მოვხვდი ამ ცენტრში... შეიძლება ვიმსახურებდი, მაგრამ იღბალიც არსებობს!
 

- ხალხს ეკრანიდან ყოველთვის გასაგებ ენაზე, რთული სამედიცინო ტერმინების გარეშე ესაუბრებით...

- დიახ, ვცდილობ... თუ არ შემიძლია, ყველა ადამიანს სამედიცინო ინფორმაცია მისთვის გასაგებ ენაზე მივაწოდო, ეს ნიშნავს, რომ მეც არ მესმის ის საკითხი... ზოგიერთი პირიქით, კარგი ცოდნის მიუხედავად, ცდილობს, რაც შეიძლება რთული ტერმინებით ისაუბროს და ჰგონია, ამით თავს უკეთესად წარმოაჩენს.
 

- პანდემიის დროს თქვენ ოპტიმისტურად იყავით განწყობილი და არასოდეს ნერგავდით უიმედობას... ეს იმიტომ, რომ მოსახლეობა არ დაგეთრგუნათ?
- დიახ, შემდეგ შემოლაწუნებები და წერილები მომიძღვნეს... ზოგჯერ შინაგანად მეც მქონია შიში, მაგრამ საჯაროდ არაფერს ვიმჩნევ. ჩემს თავსაც ვუმტკიცებ, რომ კაცობრიობა გაიმარჯვებს და ამ ომს მოვიგებთ! მსოფლიოს ათასი ჭირი დაუმარცხებია და კორონას როგორ ვერ გაუმკლავდება 21-ე საუკუნეში?! ჩემი თავის მიმართ ასეთმა შეძახილმა დადებითად იმოქმედა!

 
- რა პრაქტიკულ რჩევებს მისცემდით ადამიანებს, რომლებიც თვითნებური დიეტების გამო, სხვადასხვა მიზეზით არასრულფასოვნად იკვებებიან, მათი ორგანიზმი გამოფიტულია და იმუნური სისტემა დაქვეითებული აქვთ?...
- ეს კითხვა უფრო ნუტრიციოლოგს ეკუთვნის, მაგრამ როგორც ალერგოლოგ-იმუნოლოგი, გიპასუხებთ... ადამიანის იმუნურ სისტემას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. უმნიშვნელოვანესია დაბალანსებული და ჯანსაღი კვება! დღის რაციონში აუცილებლად უნდა იყოს: ცილა, ნახშირწყალი, ცხიმი, ვიტამინები, მინერალები - ბალანსირებულად და თანაბრად... არ შეიძლება ერთი ნაირსახეობის საკვების დიდი ხნით მიღება! კორონას პანდემიის დროს იმუნურ სისტემას ახალისებს - სელენი, თუთია, D ვიტამინი, ჩ ვიტამინი... ეს ეხება ყველა ასაკის ადამიანს!
ჯანსაღ კვებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ფიზიკური აქტივობა, სტრესის არიდება და ძილის მოწესრიგება! ამ ოთხი კომპონენტისგან შედგება ჯანსაღი ადამიანის იმუნური სისტემა და ერთსაც თუ გამოაკლებ, აზარალებ!

- თითქოს შიშმა გადაიარა, ბევრი შეზღუდვა მოიხსნა და ახალი ცხოვრების წესის როგორ ეტაპზე გადასვლაა სასურველი?
- "ნიუ-იორკ თაიმსში" დაიწერა, რომ პანდემიის დასრულების ორი ძირითადი ასპექტია: 1) სამედიცინო, როდესაც სიკვდილიანობა და ახალი დაინფიცირებულების რიცხვი გაქრება, განულდება! მაშინ ამბობენ, რომ პანდემია, ეპიდემია დამთავრდა... 2) სოციალური ასპექტი, როდესაც ადამიანებს შიში უქრებათ პანდემიის, ეპიდემიის მიმართ და ჩვეულებრივ ცხოვრებას იწყებენ... პანდემიის სამედიცინო ასპექტით დასრულებაზე ფიქრი ჯერ ძალზე ნაადრევია, როდესაც ყოველდღე 70-80 ათასი ახალი შემთხვევაა... რაც შეეხება სოციალურს, შიში ნამდვილად გადაილახა! ფსიქოლოგიურად შევეგუეთ! თუმცა იმდენად არ უნდა მოვეშვათ, რომ სამედიცინო პრობლემა ისევ შემოვაბრუნოთ! კვლავ აუცილებელია სოციალური დისტანცირება, დახურულ სივრცეში პირბადე, თუნდაც ნაჭრის. ჰიგიენური ნორმების მკაცრად დაცვა, სანამ პანდემია საბოლოოდ არ დამარცხდება!
 
- უიშვიათესი შემთხვევაა, როდესაც ბავშვები თქვენთან კონსულტაციაზე სიხარულით მოდიან... ამას როგორ ახერხებთ?
- რადგან ძირითადად ბავშვები არიან ჩემი პაციენტები, ვცდილობ, ხშირად ხალათის გარეშე ვიყო... ვეუბნები, რომ მათი დედიკოს ან მამიკოს მეგობარი ვარ. არასოდეს ვიწყებ იმით, რომ სასწრაფოდ მითხრან, რა პრობლემის გამო არიან მოსული. ამისთვის ბოლო ხუთ წუთს ვიტოვებ, როდესაც კონსულტაცია ოცი წუთის განმავლობაში მიმდინარეობს... დანარჩენი დრო ბავშვებთან კონტაქტია, - აბა, რა ლამაზი კაბა გაცვია, როგორი "აბადოკი" გაქვს, ვინ წაგისვა მანიკიურები, კომპიუტერში რა უნდა გაჩვენო, ნახე, როგორი კლავიატურა მაქვს... ასე რომ ეკონტაქტები ბავშვს, მერე მტრად აღარ აღგიქვამს.
ექიმი ემპათიური უნდა იყო! ემპათია ემოციურ ინტელექტს ნიშნავს. გულთან უნდა მიიტანო ყველას მდგომარეობა და ურთიერთობა შეგეძლოს! ემოციური ინტელექტი თუ სწორად გადაწყობილი არ გაქვს, ვერ იქნები წარმატებული ექიმი! შეიძლება ცოდნით თავი გისკდებოდეს, მაგრამ პაციენტი არ გყავდეს! წარმატებულობას განაპირობებს კომუნიკაბელურობა, ემპათიურობა, რასაც მერე მოსდევს ცოდნა!.. გულწრფელი ვარ და მიყვარს ადამიანები, ბავშვებზე ხომ საერთოდ ვგიჟდები!

- ალბათ, ბევრ ბავშვს უყვარხართ...
- საბედნიეროდ, ნამდვილად დიდი არმიაა... არასოდეს დამავიწყდება ერთი ამბავი: გორიდან ერთი გოგონა დაჰყავთ ჩემთან ბებიასა და ბაბუას, რომელიც დაახლოებით 8 წლისაა... როდესაც კონსულტაცია გაიარეს და ჩემთან უკვე სხვა პაციენტი იყო შემოსული, შემოაღო კარი ამ ცუგრუმელა ბავშვმა და მითხრა, ბიძინა ექიმო, რაღაც უნდა გითხრაო... დავინტერესდი, რა მოხდა-მეთქი? - მე თქვენ მიყვარხართო, დამიძახა... თურმე თავიდან ერიდებოდა, მაგრამ მერე უთქვამს, მაინც შევალ და ვეტყვიო... უზომოდ გამიხარდა, გულში ჩავიხუტე და გადავკოცნე...
ერთი სახალისო ამბავიც იყო: ჩემთან მოხუცმა ბებიამ ბავშვი მოიყვანა, რომელიც საოცრად თამამი და მეგობრული იყო... კონსულტაციის შემდეგ მან ბებოს უთხრა, შენ ზურგით დადექიო, მერე მე მომმართა, თქვენ თვალები დახუჭეთო... ვუთხარი, - კარგი, მარიამ, დაგემორჩილები-მეთქი და თვალები დავხუჭე. ამის შემდეგ მომვარდა და ლოყაზე მაკოცა... ჩემი ასისტენტი უყურებდა ამ სცენას (იღიმის)...

ძალიან მიხარია, ბავშვებს ჩემთან მოსვლა რომ მოსწონთ...

- რას გვეტყვით ქალბატონ თაყვანისმცემლებზე, თქვენს პირად ცხოვრებაზე?
- რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ცოლი არ მყავს... თაყვანისმცემლებზე ლაპარაკი ჩემგან ლამაზი არ იქნება და ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც არის...