ჩაიარა "ნაციონალური მოძრაობის" და მათი კლასტერის მატარებელმა...პარლამენტშიც ვეღარ მოხვდებიან - ოხანაშვილი

ჩაიარა "ნაციონალური მოძრაობის" და მათი კლასტერის მატარებელმა...პარლამენტშიც ვეღარ მოხვდებიან - ოხანაშვილი

რაც არ უნდა ისაუბროს სააკაშვილი- ბოკერია- რურუას "კლასტერმა" ნათელაშვილის ენით, მარგინალური ჯგუფია ჩამოყალიბებული თავიდან ბოლომდე - მორიგი თავდასხმა ოპოზიციაზე. ოპონენტებ ამჯერად ანრი ოხანაშვილი დაესხა თავს და მარგინალები უწოდა.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, რითაც საერთაშორისო პარტნიორების წინაშე "თავი მოიჭრა" და მომავალ პარლამენტში ვეღარ მოხვდებიან:

კიდევ ერთხელ მიმყარდება რწმენა, რომ მართლაც ჩაიარა "ნაციონალური მოძრაობის" და მათი კლასტერის მატარებელმა. მათ ხელიდან გაუშვეს შანსი, რომ რაიმე ფორმით მაინც სახე შეენარჩუნებინათ და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარი დაეჭირათ, მაგრამ ნათელაშვილის გზას ადგანან და პარლამენტშიც ვეღარ მოხვდებიან - ამბობს ოხანაშვილი