პოლიციელმა დაარტყა გამოკითხვის დროს - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა

პოლიციელმა დაარტყა გამოკითხვის დროს - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა

პოლიციელმა დაარტყა გამოკითხვის დროს, - ამის შესახებ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის მამა აცხადებს. მისი თქმით, მის შვილზე სამართალდამცავისგან ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. 

  • დაარტყეს კი, პოლიციელმა დაარტყა გამოკითხვის დროს. რაც ჩვენ გვინდა ის უნდა დაწეროთო. დავინახე ვიღაცა, არ დაინახეო ყველაფერი დაწერეო. კარნახობდნენ რა დაეწერათ. 16 საათი იყო დაკითხვაზე, ღამის ოთხ საათზე გამოუშვეს.. იმ დონეზე ვიყავი სიმართლის გარკვევით, ხელი არ დამიშლია. როცა სცემდნენ, რას შვები მეთქი ვუთხარი. სახეზე ვიცი ეს პოლიციელები, - ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის მამა.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ინფორმაცია ოფიციალურად სწორედ სამსახურის თანამშრომლებმა დაადასტურეს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიება ორი, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულების მუხლით დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დღეს 17 ახალგაზრდა დააკავეს. რას მოჰყვა დაპირისპირება, რაზე დაუპირისპირდნენ ახალგაზრდები ერთმანეთს, ამ კითხვებზე პასუხი გამოძიებას არ აქვს. 

დაკავებულებისთვის ბრალი ოფიციალურად, ამ დრომდე არ წარუდგენიათ.