პუტინი ახალი ომისთვის ემზადება - გარი კასპაროვი

პუტინი ახალი ომისთვის ემზადება - გარი კასპაროვი

პუტინი ახალი ომისთვის ემზადება, როდესაც  რუსულ მიწებზე საუბრობს - ეს განცხადება კრემლისა და ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსმა გარი კასპაროვმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

საქმე ეხება პუტინის მიერ მედიისთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის საბჭოთა კავშირის ყოფილ 15 წევრ რესპუბლიკას რუსი ერის საჩუქრისა და რუსული ტერიტორიების მითვისებაში ადანაშაულებს.

  • პუტინი ღიად ემზადება ახალი ომისათის, როდესაც იმ რუსულ მიწებზე საუბრობს, რომელიც საბჭოთა კავშირის ყოფილ წევრ რესპუბლიკებს არ ეკუთნის. ის აშკარად ლიეტუვას გულისხმობს - წერს გარი კასპაროვი.