რას ყვება ჩვენებაში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე არჩილ გაგნიძე, გარდაცვლილისა და ხიდის ეპიზოდის შესახებ

რას ყვება ჩვენებაში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე არჩილ გაგნიძე, გარდაცვლილისა და ხიდის ეპიზოდის შესახებ

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ერთ-ერთი მო­რაგ­ბის, არ­ჩილ გაგ­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამა­ვე საქ­მე­ში ფი­გუ­რან­ტმა რამ­დე­ნი­მე პირ­მა მცხე­თა­ში გა­ყო­ლა არა სა­ჩხუბ­რად, არა­მედ ავ­ტო­მან­ქა­ნის წა­მო­საყ­ვა­ნად სთხო­ვეს, ვი­ნა­ი­დან თა­ვად ნას­ვა­მი იყ­ვნენ.

ამის შე­სა­ხებ გაგ­ნი­ძე გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში აცხა­დებს, რო­მე­ლიც „ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა“ მო­ი­პო­ვა. არ­ჩილ გაგ­ნი­ძე, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თია, ვინც შა­ქა­რაშ­ვი­ლი ბო­ლოს ცო­ცხა­ლი ნახა, ჩვე­ნე­ბა­ში დე­ტა­ლუ­რად იხ­სე­ნებს შემ­თხვე­ვის დღეს, მათ შო­რის სა­უბ­რობს ხი­დის ეპი­ზოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით. სპორ­ტსმე­ნის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ხიდ­თან მათ 4 ახალ­გაზ­რდა (გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი, გური ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძე და ვახო ახვლე­დი­ა­ნი) შეხ­ვდა, რო­მე­ლიც „ტო­ი­ო­ტა ქამ­რის“ გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე გა­იქ­ცა. რო­გორც ის ყვე­ბა, გაქ­ცე­უ­ლებს ფე­ხით, სწრა­ფი სი­ა­რუ­ლით გაჰ­ყვა, თუმ­ცა ვერც ერთი მათ­გა­ნის კვალს ვერ მი­აგ­ნო.

გა­მომ­ძი­ებ­ლის კი­თხვა­ზე, როცა „ტო­ი­ო­ტა ქამ­რით“ თბი­ლი­სის­კენ მი­ე­მარ­თე­ბოდ­ნენ და აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბის­თა­ნა­ვე, გზად მი­მა­ვა­ლი 4 პირი უკან, და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­იქ­ცა, რა­ტომ გა­და­ვი­და ის მან­ქა­ნი­დან და რა­ტომ ეძახ­და, რომ გა­ჩე­რე­ბუ­ლიყ­ვნენ, არ­ჩილ გაგ­ნი­ძის პა­სუ­ხით, მან ჩათ­ვა­ლა, რომ „ისი­ნი იყ­ვნენ მათ მან­ქა­ნა­ში მსხდო­მი ახალ­გაზ­რდე­ბის ის ახ­ლობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში უნდა წა­ეყ­ვა­ნათ და სწო­რედ, ამი­ტომ გაჰ­ყვა უკან და ეძახ­და, რომ გა­ჩე­რე­ბუ­ლიყ­ვნენ“.

"2020 წლის 19 ივ­ნისს, სა­ღა­მო პე­რი­ოდ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 22:00 სა­ა­თის­თვის, ზუს­ტი დრო არ მახ­სოვს, ვიმ­ყო­ფე­ბო­დი ქა­ლაქ თბი­ლის­ში, ცოტ­ნე და­დი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე, ჩემს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან ეზო­ში, იქ იმ­ყო­ფე­ბო­და ჩემი მე­გო­ბა­რი და უბ­ნე­ლი ვასო მა­ხა­რა­ძე. ასე­ვე, შორი-ახ­ლოს იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ჩვე­ნი უბ­ნე­ლი სხვა პი­როვ­ნე­ბე­ბიც, რო­მელ­თა სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი აღარ მახ­სოვს.

  • ვსვამ­დი ლუდს, ამ დროს, ჩემ­თან მო­ვიდ­ნენ ჩვე­ნი ზედა უბ­ნის ახალ­გაზ­რდე­ბი. და­ახ­ლო­ე­ბით, 10 ახალ­გაზ­რდა, რო­მელ­თა­გან ორი ჩემი უბ­ნე­ლია. მათი სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი ჩემ­თვის უც­ნო­ბია

აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი არი­ან, და­ახ­ლო­ე­ბით, 18-19 წლი­სა­ნი, აღ­ნიშ­ნულ­მა ახალ­გაზ­რდებ­მა იქ მყოფ პი­როვ­ნე­ბებს ემო­ცი­უ­რად დაგ­ვი­წყეს მო­ყო­ლა, რომ ისი­ნი იმა­ვე დღეს სა­ქე­ი­ფოდ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მცხე­თა­ში, ერთ-ერთ სახ­ლში, რო­მე­ლიც გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ტრა­სის პი­რას, „ლი­დერ­ფუ­დის“ შე­ნო­ბის უკან. იქ შეკ­რე­ბი­ლე­ბი იყ­ვნენ კლა­სე­ლე­ბი და ქე­ი­ფობ­დნენ. კლა­სე­ლე­ბის გარ­და იქ სხვა პი­როვ­ნე­ბე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ თუ არა, მე იქ მათ­გან არ გა­მი­გია.

მათი გან­მარ­ტე­ბით, სუფ­რას­თან ქე­ი­ფის დროს, მათ ჩემ­თვის უც­ნობ პი­როვ­ნე­ბებ­თან მო­უხ­დათ ჩხუ­ბი და ისი­ნი წა­მო­ვიდ­ნენ ქა­ლაქ თბი­ლის­ში. წა­მოს­ვლი­სას ერთ-ერთ მათ თა­ნაკ­ლა­სელს ქე­ი­ფის ად­გი­ლას დარ­ჩა სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც ვერ წა­მო­იყ­ვა­ნა, რად­გან ნას­ვამ მდგო­მა­რე­ბა­ში იყო.

ასე­ვე, მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მათ ად­გილ­ზე დარ­ჩა მათი მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც წა­მო­საყ­ვა­ნე­ბი იყ­ვნენ. ამი­ტომ, ახალ­გაზ­რდებ­მა ჩვენ გვთხო­ვეს, რომ ჩვენ­გან რო­მე­ლი­მე, ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პი­როვ­ნე­ბა მათ მცხე­თა­ში გა­ყო­ლო­და, დამ­ჯარ­დი­ყო მათი იქ მყო­ფი ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ჭეს­თან და დარ­ჩე­ნილ მე­გობ­რებ­თან ერ­თად წა­მო­ეყ­ვა­ნა ის თბი­ლის­ში. მე და ვასო მა­ხა­რა­ძე და­ვე­თან­ხმეთ მათ თხოვ­ნას.

ვასო მა­ხა­რა­ძე დაჯ­და მათ­თან ერ­თად მყო­ფი ერთ-ერთი ახალ­გაზ­რდის „ტო­ი­ო­ტა ქამ­რის“ მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ჭეს­თან, მე დავ­ჯე­ქი მის გვერ­დით სა­ვარ­ძელ­ზე, ხოლო იქ მყო­ფი ახალ­გაზ­რდე­ბი, 4 კაცი მათ შო­რის, იმა­ვე ავ­ტო­მან­ქა­ნის მფლო­ბე­ლი, რომ­ლის გვა­რია ჩი­ქო­ვა­ნი, სა­ხე­ლი არ ვიცი, ხოლო მე­ო­რეა ჩემი უბ­ნე­ლი ნიკა რე­ვა­ზიშ­ვი­ლი, დას­ხდნენ იმა­ვე ავ­ტო­მან­ქა­ნის უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე და ჩვენ წა­ვე­დით მცხე­თა­ში.

ჩვენ მი­ვე­დით მცხე­თას­თან, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ტრა­სის პი­რას არ­სე­ბუ­ლი „ლი­დერ­ფუ­დის“ შე­ნო­ბას­თან, ტრა­სი­დან ჩა­ვუხ­ვი­ეთ ხელ­მარ­ჯვნივ და მა­ლე­ვე მი­ვე­დით რკი­ნის ჭიშ­კარ­თან.

გა­რეთ ჭიშ­კარ­თან იდ­გნენ ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა და ბიჭი. ჩვენ გა­ვა­ჩე­რეთ ავ­ტო­მან­ქა­ნა, უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე მყოფ­მა ახალ­გაზ­რდებ­მა მათ ჰკი­თხეს, სად იყო ავ­ტო­მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც ჩვენ უნდა წაგ­ვეყ­ვა­ნა თბი­ლის­ში, რა­ზეც იქ მყო­ფებ­მა უპა­სუ­ხეს, რომ „მან­ქა­ნა წა­იყ­ვა­ნე­სო“, მაგ­რამ ვინ წა­იყ­ვა­ნა, არ და­უ­სა­ხე­ლე­ბი­ათ. ამის შემ­დეგ, ჩვენ იმა­ვე ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­მოვ­ბრუნ­დით უკან, შე­ვუხ­ვი­ეთ ტრა­სა­ზე და წა­მო­ვე­დით ქა­ლაქ თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით. გზა­ზე, ტრა­სის პი­რას, ჩვენ შე­მოგ­ხვდა ფე­ხით თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­მა­ვა­ლი ბი­ჭე­ბი, 4 პი­როვ­ნე­ბა. უკან მსხდო­მებ­მა ვასო მა­ხა­რა­ძეს სთხო­ვეს, რომ შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა მან­ქა­ნა, რათა გა­ე­გოთ, ხომ არ იყ­ვნენ ისი­ნი მათი ახ­ლობ­ლე­ბი.

ამის გამო, ვასო მა­ხა­რა­ძემ იმ ბი­ჭებ­თან გა­ა­ჩე­რა მან­ქა­ნა და ჩვენ გა­და­ვე­დით მან­ქა­ნი­დან. მან­ქა­ნი­დან ჩვე­ნი გა­დას­ვლის­თა­ნა­ვე, გზა­ზე ფე­ხით მი­მა­ვა­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი გა­იქ­ცნენ და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით, გა­და­ირ­ბი­ნეს იქ არ­სე­ბულ მდი­ნა­რე­ზე გა­და­მა­ვა­ლი ხიდი, ანუ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ტრა­სა ფე­ხით გა­დაკ­ვე­თეს და ხი­დის პი­რას მო­ე­ფარ­ნენ ჩემი თვალ­თა­ხედ­ვის არეს.

აქვე და­ვა­მა­ტებ, რომ მან­ქა­ნი­დან ჩემი გა­დას­ვლი­სა და იქ მყო­ფი 4 პი­როვ­ნე­ბის და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით გაქ­ცე­ვის­თა­ნა­ვე, მე ფე­ხით სწრა­ფი სი­ა­რუ­ლით გავ­ყე­ვი მათ და ვე­ძახ­დი, რომ არ გაქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ და შე­ჩე­რე­ბუ­ლიყ­ვნენ

ჩემთან ერთად გაქცეულ 4 პიროვნებას უკან მიყვებოდა აგრეთვე ჩვენს მანქანაში უკანა სავარძელზე მჯდომი ოთხივე ახალგაზრდა, რომელთაგან ორი მათგანი ასევე ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდა წინ, ხოლო დანარჩენი ორი ჩემ უკან. ჩემთან ერთად გაქცეულ პიროვნებებს გაყოლილი ახალგაზრდები ასევე ეძახდნენ მათ რაიმეს, მე ვერ გავიგინე, რადგან ტრასაზე მოძრაობდნენ ავტომობილები, ამის გამო იყო ხმაური.

რაც შეეხება ვასო მახარაძეს, ის სად იმყოფებოდა, აღარ მახსოვს. როცა გაქცეული პიროვნებები მიეფარნენ თვალს, მე მივედი იმ ადგილას, საიდანაც ისინი მიეფარნენ თვალს და ხელმარჯვნივ, ხიდის ქვეშ, გავყევი მოასფალტებულ, მოსაბრუნებელ გზას, რომლის გადასწვრივ ჩემი მოძრაობის მიმართულებიდან ხელმარცხნივ შევნიშნე ძველებური, მცირე ზომის შენობა. მოასფალტებულ გზაზე მე ფეხით გავიარე, მაქსიმუმ, 100 მეტრის მანძილი, მაგრამ ჩემ გარშემო და წინ ვერავინ დავინახე, გარდა ჩემთან ერთად მომავალი ჩვენი მანქანის უკანა სავარძელზე მჯდომთაგან ორი ახალგაზრდისა. მე მოვტრიალდი და ფეხით წამოვედი უკან. აღნიშნული ორი ახალგაზრდაც გამომყვა უკან და ჩვენ მივედით იმავე ადგილას, სადაც ჩამოვედით ცენტრალური საავტომობილო ტრასიდან. იქ მისულს ადგილზე უკვე დაგხვდა ჩვენი ავტომანქანა „ტოიოტა ქამრი“, რომელშიც იჯდა ვასო მახარაძე, მანქანა იდგა ზემოაღნიშნულ ძველ შენობასთან ახლოს, საავტომობილო გზის გვერდულზე, როდესაც იქ მივედი, ჩვენთან ერთად მყოფი დანარჩენი ორი ახალგაზრდა, მე ვერ შევნიშნე. მე მივედი და დავჯექი მანქანაში მძღოლის გვერდით, ამ დროს, ჩემთან ერთად ფეხით წამოსული ორი ახალგაზრდა სად იმყოფებოდა და რას აკეთებდა, ვეღარ შევნიშნე.

მე მანქანაში დაჯდომისას გავიხედე მაერჯვენა მხარეს და მანქანიდან დაახლოებით, 3 მეტრში, დავინახე რომ ჩვენთან ერთად მყოფმა ორმა ახალგაზრდამ იქ მიწის ზედაპირზე არსებული ბალახებიდან წამოაყენა ერთი, ჩემთვის უცნობი დაახლოებით, მათივე ტოლი ასაკის მამაკაცი, მოკიდეს ხელი და მოიყვანეს მანქანასთან. მე იმ მომენტში არ დამინახავს, რომ ზემოაღნიშნულ ჩემთვის უცნობ ახალგარზდა მამაკაცს მისი მომყოლი პიროვნებები უხეშად მოპყრობოდნენ, ან შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიემართათ მისთვის. იგი საკუთარი ფეხით ჩაჯდა ჩვენს მანქანაში უკანა სავარძელზე, დანარჩენი მანამდე ჩემთან ერთად მყოფი 4 ახალგაზრდაც დაჯდა იმავე უკანა სავარძელზე და ჩვენ წამოვედით თბილისის მიმართულებით. მგზავრობისას, როცა შემოვედით თბილისში, იმ უცნობ ახალგაზრდას ვუთხარი, რომ მას მანქანიდან ჩამოვსვამდით ხალხმრავალ და შემდგომი ტრანსპორტირებისთვის ხელსაყრელ ადგილას, რათა ის ადვილად დაბრუნებულიყო სახლში“, - აცხადებს გაგნიძე.

გამომძიებლის კითხვაზე, როცა „ტოიოტა ქამრით“ თბილისი მიმართულებით მგზავრობდნენ, მანქანაში ბოლოს დამჯდარ ახალგაზრდას ხომ არ მიუმართავს მისთვის, ან ვასო მახარაძისთვის, გაგნიძე პასუხობს, რომ „ახალგაზრდას მისთვის, ან ვასო მახარაძისთვის რაიმეს თხოვნით არ მიუმართავს და რომ მხოლოდ მან შესთავაზა წყალი, რაზეც უარი განუცხადა“.

ცნობისთვის, შავი ფერის „ტოიოტა ქამრიში“ ისხდნენ ბრალდებულები: არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე, ვახო ჩიქოვანი, აკაკი ქვრივიშვილი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვანი - ზ.ხ.

გამოძიების ინფორმაციით, გიორგი შქარაშვილს, გური ამირხანაშვილს და ვახო ახვლედიანს, რომლებიც ნაცემი გიორგი ქათამაძის დასახმარებლად მას შემდეგ დაბრუნდნენ, რაც საქმეში კიდევ ერთი ფიგურანტი მანქანა - „მერსედესი“ წავიდა,

დაახლოებით 00:50 საათზე, თავს დაესხნენ ვახო ჩიქოვანი, ვასილ მახარაძე, აკაკი ქვრივიშვილი, არარუწლოვანი ზ.ხ., არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი შაქარაშვილს, გური ამირხანაშვილს, გიორგი ქათამაძეს და ვახო ახვლედიანს და ცდილობდნენ მათზე ძალადობას. საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, გიორგი შაქარაშვილი, გური ამირხანაშვილი და ვახო ახვლედიანი გაიქცნენ საავტომობილო გზაზე და გადავიდნენ გზის საპირისპირო მიმართულებაზე, შემდგომ კი გზიდან მარჯვენა მხარეს არსებული ბუჩქნარისკენ. გური ამირხანაშვილი, გიორგი ქათამაძე და ვახო ახვლედიანი დაიმალნენ მდინარე არაგვის მიმდებარედ, ბუჩქნარში, ხოლო გიორგი შაქარაშვილი გაიქცა მდინარე არაგვის მიმართულებით.

ვასილ მახარაძემ, ვახო ჩიქოვანმა, აკაკი ქვრივიშვილმა, არასრუწლოვანმა ზ.ხ.-მ, არჩილ გაგნიძემ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა დაიწყეს მიმართულების ძებნა და იპოვეს ბუჩქებში დამალული გური ამირხანაშვილი, რომელსაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება - მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს ავტომობილის უკანა სავარძელზე, დაუსხდნენ ორივე მხრიდან და მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს თბილისში.

ინფორმაციისთვის, არჩილ გაგნიძის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ის „ბოლნისის ყოჩების“ სპორტსმენი იყო და ამავდროულად, „ვოლტში“ კურიერად მუშაობდა.