რა დარჩება პარტიებისგან, ლიდერებს თუ ჩამოვაცილებთ

რა დარჩება პარტიებისგან, ლიდერებს თუ ჩამოვაცილებთ

ქართულ პოლიტიკურ რეალობაში პარტიების სიმცირე ნამდვილად არ ფიქსირდება, თუმცა უმეტესად რთულია გაარკვიო პარტიის იდეოლოგია, რაც წესით, მათი ერთმანეთისგან განმასხვავებელი უნდა იყოს. ხშირად ხდება ისეც, რომ პარტიები თავიანთი იდეოლოგიის ლოიალურები არ არიან. ელექტორატის მობილიზების მოსახდენად კი მათი უმეტესობა პოპულისტურ კამპანიას აწარმოებს. მდგრადობის და შიდაპარტიული დემოკრატიის სწორი მაგალითია ევროპაში ან შეერთებულ შტატებში პარტიების მრავალწლიანი ისტორია, მყარი იდეოლოგიური შიგთავსი. არ აქვს მნიშვნელობა, პარტია ოპოზიციაშია თუ ხელისუფლებაში, მას ისტორია, ტრადიცია და პრინციპები გააჩნია, რომელსაც წლებია იცნობს ელექტორატი, რაც უადვილებს ამა თუ იმ პარტიას შორის არჩევანის გაკეთებას.
რამდენად შეგვიძლია საქართველოში შიდაპარტიულ დემოკრატიაზე საუბარი, მაშინ, როდესაც პარტიებში წლების განმავლობაში გაბატონებულ ჯგუფებს ვაწყდებით და რიგითი წევრების როლი და გავლენა პარტიაში ძალიან მცირეა. კონკრეტული პირების ავტორიტეტზე მდგარი პარტიები ამ ადამიანების ნება-სურვილზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მყარ იდეოლოგიაზე და შიდა პლურალიზმზე საუბარი აღარ გვიწევს. ასეთი მოცემულობა აჩენს კითხვას, რამდენად მდგრადია პარტია საქართველოში, როდესაც მას ლიდერი ტოვებს?