რა ვიცით შალვა გოგოლაძეზე, რომელმაც გამოძიების ვერსიით, 24 წლის გოგონას ცოცხლად დაწვა სცადა

რა ვიცით შალვა გოგოლაძეზე, რომელმაც გამოძიების ვერსიით, 24 წლის გოგონას ცოცხლად დაწვა სცადა

შალვა გოგოლაძე, რომელმაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 24 წლის გოგოს ბენზინი ეჭვიანობის ნიადაგზე შეასხა, ბრალს არ აღიარებს.
ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, დაცვის მხარე კი მისი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს.
თავად ბრალდებულს დღევანდელ სასამართლო პროცესზე მომხდართან დაკავშირებით პოზიცია არ დაუფიქსირებია. როგორც მისი ნათქვამიდან ირკვევა, ის უკრაინაშია დაბადებული და საქართველოში, საგარეჯოში ცხოვრობს. რაც შეეხება მის საქმიანობას, ის მშენებლობაზე მუშაობდა.