რა შემოუთვალა კადიროვმა გაბუნიას, როცა ტელეწამყვანმა პუტინს პირდაპირ ეთერში აგინა

რა შემოუთვალა კადიროვმა გაბუნიას, როცა ტელეწამყვანმა პუტინს პირდაპირ ეთერში აგინა

"მთა­ვა­რი არ­ხის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ გუ­შინ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ ტე­ლე­წამ­ყვან გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას ლიკ­ვი­და­ცია იგეგ­მე­ბო­და და ეს ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის, რამ­ზან კა­დი­რო­ვის დაკ­ვე­თით ხდე­ბო­და.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეთ­ნი­კუ­რად ინ­გუ­ში 40 წლამ­დე მა­მა­კა­ცი ვა­სამ­ბეგ ბო­კო­ვი, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში, ქავ­თა­რა­ძის ქუ­ჩა­ზე 12 ივ­ნისს სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს და­ა­კა­ვეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ვა­ლე­ბით იყო ჩა­მო­სუ­ლი და გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას ლიკ­ვი­და­ცი­ას გეგ­მავ­და.

გვა­რა­მია ამ­ბობს, რომ გა­ბუ­ნი­ა­ზე თვალ­თვა­ლის შე­სა­ხებ "მთა­ვა­რი არ­ხის­თვის" რამ­დე­ნი­მე კვი­რაა ცნო­ბი­ლია. ლიკ­ვი­და­ცი­ის გეგ­მა კი გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას საქ­მი­ა­ნო­ბას და მის სკან­და­ლურ ეთერს უკავ­შირ­დე­ბა:

"ჩვენ ზუს­ტად ვი­ცით ჩვე­ნი წყა­რო­ე­ბი­დან კონ­ტრტე­რო­რის­ტულ სამ­სა­ხურ­ში, რომ ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია პირ­და­პირ იმ გა­მოთ­ქმებ­თან და იმ გა­მოს­ვლას­თან, რო­მე­ლიც გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას ჰქონ­და ჯერ კი­დევ "რუს­თავ­ში 2"-ში, "პოს­ტკრიპ­ტუმ­ში" პუ­ტინ­თან და­კავ­ში­რე­ბით. შემ­კვე­თი არის კა­დი­რო­ვი" - ამ­ბობს გვა­რა­მია.

პუ­ტი­ნის მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბუ­ლი მწვა­ვე მი­მარ­თვა ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს კარ­გად ახ­სოვს. 2019 წლის ივ­ლის­ში, მა­შინ ჯერ კი­დევ ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ის გა­და­ცე­მა „პოსტსკრიპ­ტუ­მის“ წამ­ყვან­მა გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტინს პირ­და­პირ ეთერ­ში რუ­სუ­ლად აგი­ნა.

"ვო­ვა­ჩკა, შენ ხარ ორ­ღო­ბის მე­ძა­ვი... ჩვენს მშვე­ნი­ერ დე­და­მი­წა­ზე შენ­ნა­ი­რი უღ­მერ­თო არ­სე­ბის და მა­ხინ­ჯის ად­გი­ლი არ არის. წადი შენი.... შენს მო­ნებ­თან ერ­თად. შენი დე­დაც... უი, დე­და­შე­ნი მკვდა­რია, რა სამ­წუ­ხა­როა. დაე, და­იწ­ვას ჯო­ჯო­ხეთ­ში შენ­თან და მა­მა­შენ­თან ერ­თად...“, - ეს არის ნა­წი­ლი იმ უხამ­სი მი­მარ­თვი­სა, რომ­ლი­თაც გა­ბუ­ნი­ამ პირ­და­პი­რი ეთე­რით, ათა­სო­ბით მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე მი­მარ­თა პუ­ტინს.

აღ­ნიშ­ნულს მწვა­ვე რე­აქ­ცია მოჰ­ყვა სა­ქარ­თვე­ლო­შიც და ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რე­თაც. მე­ო­რე დღეს­ვე გა­ბუ­ნი­ას მო­ნო­ლოგს გა­მო­ეხ­მა­უ­რა ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი რამ­ზან კა­დი­რო­ვი:

"კავ­კა­სი­ა­ში კაცი მსგავს სი­ტყვებს არ ამ­ბობს, მი­თუ­მე­ტეს თა­ვი­სი მო­სის­ხლის მი­მარ­თაც. გა­ბუ­ნია მში­შა­რაა. ის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და სა­ქარ­თვე­ლოს სირ­ცხვი­ლია" - და­წე­რა რამ­ზან კა­დი­როვ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ პრე­ზი­დენტს და მთლი­ა­ნად რუ­სეთს ბო­დი­ში უნდა მო­უ­ხა­დოს. მან გა­ბუ­ნი­ას წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღ­ძვრაც მო­ი­თხო­ვა.

"მუდ­მი­ვად არ შე­იძ­ლე­ბა გვქონ­დეს ისე­თი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა, რომ არ ვიმ­ჩნევთ სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან მტრულ გა­მოხ­დო­მებს. ამი­ტომ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქვეყ­ნის მი­მართ შე­მო­ვი­ღოთ ყვე­ლა­ზე ხის­ტი სან­ქცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არ შე­ე­ხე­ბა იმ ქარ­თვე­ლებს, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან. ახლა ცდი­ლო­ბენ შთაგ­ვა­გო­ნონ, რომ სა­ქარ­თვე­ლომ დაგ­მო არამ­ზა­დის გა­მოხ­დო­მა, მაგ­რამ სა­ჭი­როა არა დაგ­მო­ბა, არა­მედ მისი პირ­და­პი­რი ეთე­რის­გან შორს ყოფ­ნა" - გა­ნა­ცხა­და კა­დი­როვ­მა გა­ბუ­ნი­ას მო­ნო­ლო­გის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.

გი­ორ­გი გა­ბუ­ნია ამ­ბობს, რომ ამ შემ­თხვე­ვის შემ­დეგ მისი პი­რა­დი დაც­ვა გაძ­ლი­ერ­და და შე­ნიშ­ნეს, რომ ტე­ლე­წამ­ყვან­ზე თვალ­თვა­ლი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მი­სი­ვე თქმით, მის­დი­ო­და ხმე­ბი, რომ სიფრ­თხი­ლე გა­მო­ე­ჩი­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­ზღვარ­გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ადას­ტუ­რებს, რომ ვა­სამ­ბეგ ბო­კო­ვი შეკ­ვე­თით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა არ აკონ­კრე­ტე­ბენ, ვისი ლიკ­ვი­და­ცია ჰქონ­და გან­ზრა­ხუ­ლი და­კა­ვე­ბულს.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტის მიერ, ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის ბრალ­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 362-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და­კა­ვე­ბუ­ლია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე.

ბრალ­დე­ბუ­ლი ვ.ბ.-ს და­კა­ვე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და შეკ­ვე­თით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტზე და­წყე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, რო­მელ­საც სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრი, შე­სა­ბა­მი­სი ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე აწარ­მო­ებ­და.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტაპ­ზეც საქ­მე­ზე ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, და­ნიშ­ნუ­ლია არა­ერ­თი ექ­სპერ­ტი­ზა, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, ინ­ტერ­პო­ლის არ­ხე­ბით, გა­მო­თხო­ვი­ლია და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია, მიმ­დი­ნა­რე­ობს მოწ­მე­თა გა­მო­კი­თხვა.