რეგულაციები ტურიზმისთვის - მთავრობამ სპეციალური ღონისძიებები შეიმუშავა

რეგულაციები ტურიზმისთვის - მთავრობამ სპეციალური ღონისძიებები შეიმუშავა

მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა. დეტალები ხვალ გახდება ცნობილი, თუმცა როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია ნათქვამი, რეგულაციების დაკმაყოფილება ტურიზმის სექტორში მოქმედ ყველა სუბიექტს მოუწევს.

დოკუმენტის საბოლოო დეტალებზე სასაუბროდ გიორგი გახარია დღეს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა.

რეგულაციები ჯანმო-სა და ეპიდემილოგების რეკომენდაციებით შემუშავდა და სხვადასხვა ობიექტები მუშაობის განახლების უფლებას ინსპექტირების შემდეგ მიიღებენ.

  • სასტუმროები და განთავსების ობიექტები მუშაობის განახლების ნებართვას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ, რაც ინსპექტირებას გაივლიან და შრომის ინსპექცია შეამოწმებს მათ შესაბამისობას დადგენილ რეგულაციებთან. ბიზნესსუბიექტების მოსაზრებების მაქსიმალური გათვალისწინების შედეგად შემუშავდა მოთხოვნები ტურისტული ტრანსპორტისთვისაც. სარესტორნო ბიზნესის შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოციალური დისტანციის დაცვას, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, მთავრობის ინფორმაციით, უსაფრთხო დერეფნებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელთან, ავსტრიასთან, ჩეხეთთან, უნგრეთთან, პოლონეთთან და ბალტიის ქვეყნებთან.