როგორ დაეხმარა "სამი მუშკეტერი“ საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში - რას წერს BBC ქართველების წარმატებაზე

როგორ დაეხმარა "სამი მუშკეტერი“ საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში - რას წერს BBC ქართველების წარმატებაზე

გავ­ლე­ნი­ა­ნი ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა BBCსა­ქარ­თვე­ლო­ზე და ჩვე­ნი ქვეყ­ნის კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის მე­თო­დებ­ზე ვრცელ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს, რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, სა­ქარ­თვე­ლო არის ევ­რო­კავ­ში­რის არა­წევრ იმ 15 ქვე­ყა­ნას შო­რის, რო­მელ­საც ევ­რო­კავ­ში­რი უსაფრ­თხოდ თვლის და სა­ზღვრებს უხ­სნის. ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლო ყო­ფილ საბ­ჭო­თა ქვეყ­ნებს შო­რის არის ერ­თა­დერ­თი, რო­მელ­საც ეს სტა­ტუ­სი აქვს.

სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ის 1000-ზე ნაკ­ლე­ბი შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი და ვირუ­სით 15 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. BBC წერს, რომ მეც­ნი­ერ­თა ჯგუფს, რო­მელ­საც "სამ მუშ­კე­ტერს" უწო­დე­ბენ, ადი­დე­ბენ პან­დე­მი­ას­თან წარ­მა­ტე­ბუ­ლი რე­ა­გი­რე­ბის გამო.

სტა­ტი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლო მე­ზო­ბელ სომ­ხეთ­თა­ნაა შე­და­რე­ბუ­ლი და აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სომ­ხეთ­ში ყო­ველ დღე COVID-19-ის ასო­ბით შემ­თხვე­ვა ვლინ­დე­ბა, ხოლო ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 26 ათასს აჭარ­ბებს, გარ­დაც­ვლი­ლი კი 500 ადა­მი­ა­ნია.

  • რო­გორ მი­აღ­წია სა­ქარ­თვე­ლომ ამ შე­დეგს?

გა­მო­ცე­მა წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა თე­ბერ­ვლის მი­წუ­რულს გა­მოვ­ლინ­და და სა­ხელ­მწი­ფოს ჰქონ­და სწრა­ფი რე­აქ­ცია. მარ­ტის შუა რი­ცხვებ­ში და­ი­კე­ტა ყვე­ლა სკო­ლა, უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ბიზ­ნე­სის ნა­წი­ლი, ასე­ვე შე­ჩერ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მუ­შა­ო­ბა. 21 მარტს აიკ­რძა­ლა ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბე­ბი, ქვეყ­ნის შიგ­ნით მოგ­ზა­უ­რო­ბა, და­წეს­და ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი.

მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი აღ­დგო­მის დროს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ლი­გი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლია, მთავ­რო­ბამ აკ­რძა­ლა ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა და და­ი­კე­ტა სა­საფ­ლა­ო­ე­ბი.

"პირ­ველ და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვამ­დე ერთი თვით ადრე გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ პან­დე­მი­ის საფრ­თხე. ჩვე­ნი ქვეყ­ნის სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­გო­რი­ცაა ჩვე­ნი მდე­ბა­რე­ო­ბა და მცი­რე ზომა, ჩვენ ვერ გა­მო­ვი­ყე­ნეთ სხვა ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლი­თი“, - ამ­ბობს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია BBC-სთან სა­უბ­რი­სას.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ას და რე­გუ­ლა­რულ სი­ახ­ლე­ებს უძღვე­ბოდ­ნენ ქვეყ­ნის ტოპ მეც­ნი­ე­რე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი.

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე სა­უ­ბა­რია ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ზეც და აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ეს ლა­ბო­რა­ტო­რია რუ­სუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის მუდ­მი­ვი სა­მიზ­ნეა და რომ რუ­სე­თი მუდ­მი­ვად სა­უბ­რობს იმა­ზე, რომ ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რია აშშ-ის სა­ი­დუმ­ლო ბიო-ია­რა­ღის პროგ­რა­მის ნა­წი­ლია.

  • ვინ არი­ან მუშ­კე­ტე­რე­ბი?

გა­მო­ცე­მა წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ქვეყ­ნის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მეც­ნი­ე­რე­ბი თა­ვი­ან­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებ­ლო­ბენ.

ტრი­ო­ში შე­დის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე, ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი პა­ა­ტა იმ­ნა­ძე და მთა­ვა­რი ვირუ­სო­ლო­გი, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, შიდსი­სა და იმუ­ნო­ლო­გი­ის კვლე­ვით ცენ­ტრს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, - წერს BBC.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ კი­დევ ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი ფი­გუ­რა მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­აა, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რია. BBC წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 19 ლა­ბო­რა­ტო­რი­აა, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტეს­ტის გა­კე­თე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

  • რო­გორ მი­აღ­წია სა­ქარ­თვე­ლომ კო­რო­ნა­ვირუს­თან წარ­მა­ტე­ბას?

"და­წეს­და მძი­მე ჯა­რი­მე­ბი მათ­თვის, ვინც სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის წე­სებს და­არ­ღვევ­და - და­ახ­ლო­ე­ბით, 1000 დო­ლა­რი ფი­ზი­კუ­რი, ხოლო 3000 დო­ლა­რი იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის­თვის. გაფრ­თხი­ლე­ბა "დარ­ჩი სახ­ლში“ გან­თავ­სდა ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბე­ბის ციფ­რულ მო­ნი­ტო­რებ­ზე, ასე­ვე იგი­ვე მე­სიჯს ადა­მი­ა­ნებს უგ­ზავ­ნიდ­ნენ ტე­ლე­ფონ­ზე მო­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რე­ბი.

მი­უ­ხე­და­ვად პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცი­ის ტი­პი­უ­რად მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­სა, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ფარ­თოდ უჭერ­და მხარს ეპი­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის მცდე­ლო­ბებს“, - წერს BBC.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, რომ ქარ­თვე­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბამ და სა­მა­გა­ლი­თო სო­ცი­ა­ლურ­მა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბამ ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი ინ­სტრუქ­ცი­ი­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბა­ში ხელი შე­უ­წყო ინ­ფექ­ცი­ას­თან წარ­მა­ტე­ბულ ბრძო­ლას.

BBC წერს, რომ მთა­ვა­რი ტეს­ტი აღ­დგო­მას დად­გა, რო­დე­საც ში­შობ­დნენ, რომ ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრე­ბო­და ღა­მით ტაძ­რებ­ში ღვთის­მსა­ხუ­რე­ბას. ქვეყ­ნის ძლი­ერ­მა მარ­თლმა­დი­დებ­ლურ­მა ეკ­ლე­სი­ამ უარი არ თქვა ზი­ა­რე­ბის დროს სა­ერ­თო კოვ­ზის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, მაგ­რამ ადა­მი­ან­თა უმე­ტე­სო­ბამ მეც­ნი­ერ­თა რჩე­ვა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და სახ­ლებ­ში დარ­ჩნენ.