"გეხვეწებით, მომეხმარეთ, რომ დაისაჯოს ეს არაკაცი" - ვიდეოში ირწმუნებიან, რომ ვარკეთილში მოკვლის მიზნით, ძაღლებს წყლით სავსე ბოთლებს ესვრიან

"გეხვეწებით, მომეხმარეთ, რომ დაისაჯოს ეს არაკაცი" - ვიდეოში ირწმუნებიან, რომ ვარკეთილში მოკვლის მიზნით, ძაღლებს წყლით სავსე ბოთლებს ესვრიან

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც საუბარია იმის შესახებ, რომ ვარკეთილში, წყლით სავსე ბოთლებს ესვრიან ძაღლებს. ვიდეო გამოქვეყნდა თანმხლები მიმართვით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს 6 ივნისს დილით ჩვენ გვერდზე წერილი და ვიდეო გამოაგზავნა ილია ირემაშვილმა:

"თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან შანდორ პეტეფის 1 ნომერში არის ნიკორას მარკეტი. იქ არის 2 გასტერილებული, ძალიან ჭკვიანი და კარგი ხასიათის ძაღლი მიკედლებული.მე ვკვებავ და ვუვლი ყოველდღე.
რამოდენიმე დღის წინ ვიღაც არაკაცმა , ამ კორპუსის მაცხოვრებელმა გამოიძახა ცხოველთა მონიტორინგი, რომ წაეყვანათ ეს ძაღლები. მოვიდა ბრიგადა. არ წაიყვანეს იმ მიზეზით, რომ ძაღლები არ არიანო აგრესიულები.
ეს გამეორდა ორჯერ. არაკაცი დაჟინებით ითხოვდა ამ ძაღლების მოშორებას. მაგრამ არაფერი გამოუვიდა, რადგან კანონი ძაღლების მხარეს იყო.
წუხელ 5 ივნისს 6 ლიტრიანი წყლით სავსე პლასტმასის ბოთლი ესროლეს კორპუსის ზედა სართულიდან . მოხვდა ერთ-ერთ ძაღლს თავში.
გეხვეწებით მომეხმარეთ , რომ დაიწყოს გამოძიება და დაისაჯოს ეს არაკაცი", - წერია ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის გვერდიდან.