"არ აღიარებდა, რომ იმშობიარა... ექიმმა გასინჯა და დადგინდა რომ ნამშობიარები იყო" - რას ამბობენ 24 წლის ქალზე, რომელმაც ჩვილი საპირფარეშოში ჩააგდო

"არ აღიარებდა, რომ იმშობიარა... ექიმმა გასინჯა და დადგინდა რომ ნამშობიარები იყო" - რას ამბობენ 24 წლის ქალზე, რომელმაც ჩვილი საპირფარეშოში ჩააგდო

კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახალ­ქა­ლაქ­ში, სა­დაც 24 წლის ქალ­მა ახალ­შო­ბი­ლი სა­პირ­ფა­რე­შო­ში ჩა­აგ­დო, შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლის ახალ დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რო­ბენ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალს მშო­ბი­ა­რო­ბი­დან ორ დღე­ში ძლი­ე­რი სის­ხლდე­ნა და­ე­წყო, რის გა­მოც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და სი­ტუ­ა­ცი­ის გარ­კვე­ვის შემ­დეგ, ექიმ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი გა­მო­ი­ძა­ხა.

გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­შო­ბი­ლის გარ­და, ქალს 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ჰყავს. ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი ქალი კას­პში, კლი­ნი­კა „მე­დალ­ფას" გი­ნე­კო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

"არ აღი­ა­რებ­და, რომ იმ­შო­ბი­ა­რა. შე­მო­ვი­და ტკი­ვი­ლე­ბით, როცა ექიმ­მა გა­სინ­ჯა, დად­გინ­და რომ ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი იყო, რად­გან მომ­ყო­ლი იყო საშ­ვი­ლოს­ნოს ღრუ­ში. არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია ქალ­ბა­ტო­ნი, არა­ფერს ამ­ბობს, ზედ­მე­ტად არ შევ­დი­ვართ კონ­ტაქ­ტში. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ. ქა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და გა­ე­წე­რე­ბა ბი­ნა­ზე" - ამ­ბობს კას­პის სა­ა­ვად­მყო­ფო "მე­დალ­ფას" ექი­მი ნინო ბოლ­ქვა­ძე.

ბრალ­დე­ბუ­ლის მე­ზობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ ოჯახ­ში არა­ფე­რი იცოდ­ნენ.

"არა­ვინ იცო­და რომ ორ­სუ­ლად იყო, არც სო­ფელ­ში იცოდ­ნენ, არც ქმარ­მა იცო­და, არც დე­დამ­თილ­მა. მა­ღა­ზი­ა­ში წინა დღეს შე­მო­ვი­და და მუ­ცე­ლი არ ეტყო­ბო­და. ამ­ბო­ბენ სა­პირ­ფა­რე­შო­ში ჩა­აგ­დოო... მარ­ტო იყო და სახ­ლში იმ­შო­ბი­ა­რა. ბავ­შვი, ბიჭი უკვე მკვდა­რი და­ი­ბა­დაო" - ამ­ბობს ბრალ­დე­ბუ­ლი ქა­ლის მე­ზო­ბე­ლი.

"წინა წელ­საც ასე იყო, არ ეტყო­ბო­და მუ­ცე­ლი და უცებ აღ­მოჩ­ნდა, რომ ფეხ­მძი­მედ იყო. ტკი­ვი­ლე­ბის გამო, სოფ­ლის ექიმ­მა გაგ­ზავ­ნა კას­პში და იქ აღ­მოჩ­ნდა, რომ ორ­სუ­ლად იყო" - ამ­ბობს კი­დევ ერთი მე­ზო­ბე­ლი "მთა­ვარ არხთან".

მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 112-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც დე­დის მიერ ჩვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ის­ჯე­ბა ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბით ვა­დით ექ­ვსი თვი­დან ორ წლამ­დე ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით სა­მი­დან ხუთ წლამ­დე.

ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, და­ნიშ­ნუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. ექ­სპერ­ტი­ზამ უნდა და­ად­გი­ნოს, რო­გორ მოხ­ვდა ჩვი­ლი სა­პი­ფა­რე­შო­ში და ის ჩაგ­დე­ბი­სას ცო­ცხა­ლი იყო თუ უკვე გარ­დაც­ვლი­ლი.