სასულიერო პირი ეროვნულ გამოცდებს აბარებს (ვიდეო)

სასულიერო პირი ეროვნულ გამოცდებს აბარებს (ვიდეო)

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020 დღეს, დილის 9 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

 

მუხიანში მდებარე, 175-ე სკოლაში მოწყობილ საგამოცდო ცენტრში, აბიტურიენტებს შორის, ერთი სასულიერო პირი იყო, რომელმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდაზე იმყოფებოდა.

 

„პრაიმტაიმი“ მამა ილიას ესაუბრა.

 

„ადრე, სადაც ვსწავლობდი, გარკვეული პრობლემების გამო, სწავლის გაგრძელება ვეღარ შევძელი და ეროვნული გამოცდები ჩავაბარე ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რათა ძველ ფაკულტეტზე აღმადგინონ.

 

აღდგენის შემდეგ, სასულიერო სემინარიაში გადავიტან საბუთებს და სწავლის გაგრძელებას შევძლებ. ძალიან კომფორტული და თბილი გარემო იყო, გამოცდა იდეალურად ჩატარდა.“ – განაცხადა მამა ილიამ.

 

ხვალ, 7 ივნისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდება. ქვეყნის მასშტაბით სულ 24 საგამოცდო სივრცეა მოწყობილი.