სიღნაღში ავარიას 3 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

სიღნაღში ავარიას 3 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანთან, მცირეწლოვანი ემსხვერპლა.

თვითმხილველების ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა ელექტროგანათების ბოძს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად, სამი წლის ბავშვი გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.