სიღნაღში ახალშობილი შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დედა დააკავეს

სიღნაღში ახალშობილი შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დედა დააკავეს

სიღნაღში ახალშობილი შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დედა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 11 ივნისს, გამთენიისას, სოფელ ქვემო ბოდბეში იმშობიარა და პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი ამავე სოფლის ტერიტორიაზე დატოვა. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.