სპეციალური რეისები ერთმა ავიაკომპანიამ აღარ უნდა განახორციელოს — გახარია

სპეციალური რეისები ერთმა ავიაკომპანიამ აღარ უნდა განახორციელოს — გახარია

პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას თქმით, საქრთველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად სპეციალური რეისები ერთმა ავიაკომპანიამ აღარ უნდა შეასრულოს. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი დავალება მისცა.

"ეკონომიკის სამინისტრომ მიიღოს დავალებად, რომ ეს [რეისები] არ უნდა განახორციელოს ერთმა ავიაკომპანიამ, ეს უნდა იყოს რამოდენიმე ავიაკომპანია და ეს უნდა იყოს პირველ რიგში, მორგებული ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც სასწრაფოდ გვყავს სხვადასხვა ქვეყნებიდან გამოსაყვანი", — თქვა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ორშაბათს მზად უნდა იყოს კონკრეტული განრიგი, რომელი ქალაქიდან როდის დაიწყება ემიგრანტების გამოყვანა. აქამდე მთავრობის მიერ დაგეგმილ სპეციალურ რეისებს ავიაკომპანია აირზენა ახორციელებდა.

დღეს, 2 ივლისს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად რეისებს აღადგენს. გახარიას თქმით, ბილეთის ფასი 200 ევროზე მეტი არ იქნება.